გია ცაგარეიშვილი პარლამენტში "კომპანიონ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს
გია ცაგარეიშვილი პარლამენტში "კომპანიონ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პარლამენტში, "კომპანიონ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციებისა და სამართლებრივი ბაზის შექმნა.

ცაგარეიშვილის თქმით, ამ ბაზის არარსებობა, საფრთხეს უქმნის ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობისათვის აუცილებელ უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, წარმოდგენილ პროექტში გაწერილია კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი საჭიროებები, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში, თანაბარი არსებობის შესაძლებლობასა და ცხოველთა ტკივილისა და ტანჯვისაგან დაცვას.

აღნიშნული კანონპროექტის ავტორები "ცხოველთა უფლებების კომიტეტი", ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" და "სოციალური პროგრამებისა და განვითარების
ცენტრი" არიან.

კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება კომპანიონი ცხოველის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები სტანდარტები. ასევე, პატრონთა ვალდებულებები კომპანიონ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა და ცხოველთა წამების აკრძალვა და ტანჯვისგან ან ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებისგან დაცვა.

კანონპროექტით რეგულირდება კომპანიონ ცხოველთა მოკვდინებისა და მათი მოშენება-გამოყენების პირობების რეგულირება, კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრებში მოთავსება და თავშესაფრებში საჭირო პირობების შექმნა, უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონი ცხოველების დაჭერისათვის აუცილებელ წინაპირობებს, კომპანიონი ცხოველების სავალდებულო პირველადი რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენცია, კომპანიონი ცხოველების, როგორც ნერვიული სისტემის მქონე მგრძნობიარე არსებების, კეთილდღეობის დასაცავად.

საკანონმდებლო წინადადებით ასევე იკრძალება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა და ასეთი ორთაბრძოლების პროპაგანდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავების მიზანია ადამიანისა და ცხოველის თანაცხოვრების პირობებში მოხდეს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ, ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით.
გურამ
ძაან კარგია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?