ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული ბოლო მონაცემებით
ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული ბოლო მონაცემებით
ამერიკაში ლაბრადორ რეტრივერი 25 წელია პირველობას ინარჩუნებს ყველაზე საყვარელი და პოპულარული ძაღლის ჯიშებს შორის. სწორედ ამას მოწმობს ამერიკული ქენელ კლუბის (AKC) მონაცემები.
ლაბრადორის ჯიში რეკორდული პერიოდის განმავლობაში პირველ ადგილს არავის უთმობს, თუმცა, ახლო მომავალში შესაძლოა, ეს მონაცემები შეიცვალოს.

"უნივერსალურმა და მიმზიდველმა ლაბრადორ რეტრივერმა ნამდვილად დაიმკვიდრა თავისი ადგილი ისტორიაში, თუმცა, მიაქციეთ ფრანგულ ბულდოგს ყურადღება, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 32 ადგილით წინ წაიწია და შეჩერებას არ აპირებს."-ამბობს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჟანა დინარდო.

2015 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით, ყველაზე პოპულარულ ძაღლებს შორის, ფრანგულმა
ბულდოგმა მე-6 ადგილი დაიკავა.

ყველაზე პოპულარული ძაღლების ათეული საერთაშორისო მასშტაბით ასე გადანაწილდა:

1. ლაბრადორ რეტრივერი;

2. გერმანული ნაგაზი;

3. ოქროსფერი რეტრივერი;

4. ინგლისური ბულდოგი;

5. ბიგლი;

6. ფრანგული ბულდოგი;

7. იორკშირული ტერიერი;

8. პუდელი;

9. როტვეილერი;

10. ბოქსიორი;

ასევე იხილეთ:

როგორ მოვუაროთ ძაღლს

ძაღლის ფასები, პოპულარული ჯიშები და გამოუცდელი მყიდველების მოტყუების ხრიკები თბილისში
tornike
ქართული ანგაზის უნდა მოვუაროთ თორემ ძალიან ცუდი რამ ელის :(
Minichan
პირველი სიაში კავკასიური ნაგაზი უნდა იყოს, ეს არის ულამაზესი,სათნო, ჭკვიანი, საყვარელი შინაური ცხოველი, გახსოვთ ფილმი ლომა.
jiji
აბსურდია ეს ამერიკული კლუბის ათეული, დარწმუნებული ვარ! როგორც უნდათ ისე ჭრიან! გერმანიაში გერმანული ნაგაზი არ მინახავს, პირიქით, ჩემდა გასაოცრად, არაერთხელ წავაწყდი, ქართულ (კავკასიურ) ნაგაზებს ასეირნებდნენ ქუჩაში!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?