მერაია ქერიმ საკუთარი ძაღლებისთვის თვითმფრინავის ბიზნეს-კლასის ბილეთები 8 000 დოლარად შეიძინა
მერაია ქერიმ საკუთარი ძაღლებისთვის თვითმფრინავის ბიზნეს-კლასის ბილეთები 8 000 დოლარად შეიძინა
მერაია ქერი ყოველთვის დიდ თანხას ხარჯავდა საკუთარი ფუფუნებისთვის, თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ ის არ იმსახურებს მაქსიმალურ კომფორტს, ეს მნიშვნელოვანია მსახიობის საყვარელი ძაღლებისთვისაც. რამდენიმე ხნით ადრე, სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, რაც ნათლად აჩვენებს მსახიობის დამოკიდებულებას საკუთარი ბინადრების მიმართ.

ორი კვირის წინ, მერაია ქერი ბრუნდებოდა ლოს-ანჯელესში საკუთარი ზამთრის რეზიდენციიდან, რომელიც ასპენში მდებარეობას. ის გზად უნდა შეჩერებულიყო ნიუ-იორკში. ამ დროს მისი ძაღლები იმყოფებოდნენ ასპენში და რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გამოფრენილიყვნენ.

იმისათვის, რომ ძაღლების მგზავრობა კომფორტული ყოფილიყო, მომღერალმა შეიძინა American Airlines-ის ბიზნეს კლასის 4 ბილეთი.
ორი
სავარძელი ერთმანეთისგან მოშორებით უნდა ყოფილიყო. როგორც გაირკვა, მერაიას ძაღლები ვერ ეგუებიან ერთმანეთს, ხოლო ორი სავარძელი ძაღლების მომვლელებს ეკუთვნოდათ. მომღერალმა ყოველ ბილეთში 2 000 $-მდე გადაიხადა.

ასევე იხილეთ:

ადრიანო ჩელენტანო - ცხოველთა ქომაგი

ლედი გაგა ძაღლებისთვის ტანსაცმლისა და კვების ხაზს ქმნის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?