ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა აშშ-ში 2016 წლიდან კლასიფიცირდება, როგორც “მძიმე დანაშაული”
ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა აშშ-ში 2016 წლიდან კლასიფიცირდება, როგორც “მძიმე დანაშაული”
2016 წლიდან აშშ-ში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ახალი შესწორება ძალაში იანვრიდან შევიდა და ეს შესწორება გამოძიების ფედერალურ ბიუროს უფლებას მისცემს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევები განიხილოს, როგორც “ა” კლასის დანაშაული. ამ კატეგორიას განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები - მკვლელობა და ცეცხლის გაჩენა, რაც დასჯის ფორმად თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ეს დადებითად აისახება დანაშაულის სტატისტიკაზე: ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების ზუსტი რიცხვის ცოდნის შემთხვევაში ბევრად ეფექტური იქნება მასთან ბრძოლა”, - თვლიან აშშ-ს The Humane Society-ს წარმომადგენლები .

გამოძიების ფედერალურ ბიუროში ცხოველების მიმართ
დანაშაულებრივი ქმედების 4 კატეგორია განსაზღვრეს:
1 - დანაშაულებრივი გულგრილობა.
2 - წამება და წინასწარგანზრახული სასტიკი
მოპყრობა.
3 - ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა რამოდენიმე პირის მიერ.
4 - ცხოველების მიმართ სექსუალური ძალადობა.

ამ დრომდე გამოძიების ფედერალურ ბიუროში ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა “სხვა დანაშაულების” კატეგორიაში შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ნოემბერში ტენესის შტატში (აშშ) ცხოველების მიმართ სადისტურ მოპყრობაში შემჩნეულ პირებზე საზოგადოებრივი რეესტრის შექმნის კანონპროექტი მოიწონეს და ეს კანონი ძალაში ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
ირმა
ნეტავ ჩვენთანაც შემოვიდოდეს ასეთი კანონი...რამდენ უსულგულოს ჩამოეხსნებოდა ნიღაბი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?