error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/fc3981b6d315e09ad0d1b7539ab2596a.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ლაგოდეხის რაიონში, კაბალის ხეობაში თოვლში ჩარჩენილი სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მაშველებმა იხსნეს
ლაგოდეხის რაიონში, კაბალის ხეობაში თოვლში ჩარჩენილი სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მაშველებმა იხსნეს
"ლაგოდეხის რაიონში, კაბალის ხეობაში თოვლში ჩარჩენილი სასიკვდილოდ განწირული ძაღლი მაშველებმა იხსნეს",- შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ტატო კუჭავამ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

"თოვლში ჩარჩენილი, სასიკვდილოდ განწირული, მაშველებმა იხსნეს...
მერე რა, რომ ძაღლია, როგორ უნდოდა ალბათ გადარჩენა და გადარჩა კიდეც... მადლობა ჩვენს მაგარ მაშველებს!!!
(ლაგოდეხის რაიონი კაბალის ხეობა)", - წერს ტატო კუჭავა, რომელიც ამ ფაქტს პირადად შეესწრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, სოფო კობაიძის განცხადებით, ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორში ქარბუქის დროს დაკარგულ სამ მამაკაცს ეძებენ.

ძებნის დროს ალპურ ზონაში მაშველებმა ვერტმფრენი
დან ძაღლი შეამჩნიეს და დაუყოვნებლივ მისი გადარჩენის ბრძანება გასცეს.

სავარაუდოდ, გადარჩენილი ძაღლი ალპურ ზონაში თითქმის 10 დღე იმყოფებოდა.

ძაღლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. იგი ადგილობრივი მეხანძრეების ჯგუფთან დატოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.


მადლობა ქართველ მაშველებს! მათ სიცოცხლე გადაარჩინეს!


Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


თეო ბითაძე სპეციალურად Zooclub.ge-სთვის


ასევე იხილეთ: "შსს-ს მაშველებმა იმერეთში, ადიდებული მდინარიდან მონადირეები გამოიყვანეს (+ვიდეო)"

"თურქეთში მაღაზიების მფლობელემბა უსახლკარო ცხოველები გაყინვას გადაარჩინეს"




lia
უფალი შეგეწიოთ, ბიჭებო! თქვენნაირმა გულიანებმა მოიტანეს აქამდე საქართველო!
lali
მეამაყებით, ყოჩაღ ბიჭებო!!!
t
ყოჩაღ !!!
ნანა
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. უმრავლოს საქართველოს თქვენისთანები.
li
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა კეთილ საქმეში. ახლა უფრო მეტად დაგაფასეთ, კეთილშობილო ვაჟკაცებო. 2008 წლის 20 ივნისს, სახლში გამოკეტილი, ლოგინში მწოლიარე უსინათლო, მოხუცი მამისა და დედის სიცოცხლე მაშველებმა გადამირჩინეს, მათი თავდადება და საქმისადმი ერთგულება რომ არა, ურდულით შიგნიდან დაკეტილ კარებს ვერაფრით გავაღებდი და შემთხვევითი დავარდნის შედეგად ხელ-ფეხ მოტეხილ დედას ვერ გადავარჩენდი. მრავალჟამიერ თქვენს მიერ გაწეულ მადლს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?