error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/36d33d23ffb724f80accf6cbf11cad93.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
პირველად საქართველოში-კატების თავშესაფარი თბილისში და ფისომოყვარული ადამიანები, რომლებიც მათზე უანგაროდ ზრუნავენ
პირველად საქართველოში-კატების თავშესაფარი თბილისში და ფისომოყვარული ადამიანები, რომლებიც მათზე უანგაროდ ზრუნავენ
ალბათ ყველას გვსმენია საქართველოში არსებული ძაღლების მზრუნველ დაწესებულებათა შესახებ, მაგრამ, სავარაუდოდ, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ,,ფისომოყვარულთა კლუბის“ დამსახურებით, თბილისში კატების თავშესაფარიც ფუნქციონირებს.

ფისოსმოყვარულთა ჯგუფი რამოდენიმე წელია არსებობს ფეისბუქის სივრცეში. მას 26 000-ზე მეტი წევრი ჰყავს. ჯგუფის ორგანიზებით ჩატარებულა არაერთი გაჩუქების აქცია, კონკურსი, გამოფენა, ასევე შეგროვებულა ხელმოწერა უამრავ პეტიციაზე, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს. მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, 19 საათზე ინტერნეტ სივრცეში კლუბის პირველი გადაცემა გავიდა. პირველი გადაცემის თემა იყი კლუბის საქმიანობის გაცნობა და იმ პრობლემების მიმოხილვა, რის გადაჭრასაც
საზოგადოების მხარდაჭერით აპირებდნენ.

თუმცა, კლუბის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს კატების თავშესაფარი, რომელიც 2015 წლის
აგვისტოში დაარსდა და უკვე ბევრი კატის ბედნიერი ცხოვრება უზრუნველყო. თავშესაფარი, რომელიც ნათხოვარ ფართში, დროებითაა განთავსებული, ამჟამად ოც ბინადარს ითვლის.Zooclub



ფისომოყვარულთა კლუბის თავმჯდომარემ, ნინი რთველიაშვილმა ,,zooclub.ge’’-ს განუცხადა, რომ დღესდღეობით, თავშესაფარი მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს. მათ  უპატრონო ფისოებისთვის საკუთარი ფართიც კი არ გააჩნიათ.

zooclub.ge ნინი რთველიაშვილსა და კლუბის წევრებს ესაუბრა:

-როდის დაარსდა "ფისომოყვარულთა" კლუბი, რას საქმიანობს და ვინ იყო ინიციატორი?

ნინი რთველიაშვილი: - კლუბი დაარსდა აგვისტოში, ის უკვე 4 თვეა არსებობს. ინიციატორები ვიყავით ,,ფისომოყვარულთა ჯგუფში“ (ფეისბუქზე არსებული ჯგუფი) გაწევრიანებული ადამიანები, მე, ბელა და კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც შევიკრიბეთ ჯგუფის დამაარსებელ კახა ფხაკაძესთან და ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე. ჩვენ  დავინახეთ რაღაც რესურსი უსახლკარო კატების დასახმარებლად...  არიან ორგანიზაციები, რომლებიც, ასე თუ ისე, ძაღლებს ნორმალურად ეხმარებიან. მუნიციპალურში ძირითადი აქცენტი ძაღლებზეა, კერძო თავშესაფრებიც არსებობს...  კატა არის ჰაერში გამოკიდებული. რაღაც რომ დაემართება, იმაზე ვფიქრობთ, სად წავიყვანოთ და ვინ შეიფარებს, ანუ არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება მათი დახმარება ასე მობილიზებულად. არც მათი უფლებებია კანონში გაწერილი, ანუ კატა მეორე-მესამეხარისხოვანი ცხოველივით არის. ჩვენ ყველას გვყავს კატები, მისუაფარ  კატებსაც წლების განმავლობაში ვეხმარებოდით, შეფარებული გვყავდა უამრავი მათგანი, გარკვეული გამოცდილება ამ მხრივ უკვე გვქონდა და გული შეგვტკიოდა.

- როგორ მიოპოვეთ ფართი და რესურსი?

- სრულიად შემთხვევით. ივლისში დაგვითმეს. ჩვენს ერთ-ერთ წევრს მისწერა ამ ფართის მფლობელმა-რა კარგ საქმეს აკეთებთო. როგორც ჩანს, მან ნახა  გადარჩენილი და გაჩუქებული კატების ფოტოები. გვკითხა, რით შეეძლო დაგვხმარებოდა და სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ეს ფართი. რა თქმა უნდა, როცა მოვა დრო, მოგვიწევს აქედან გასვლა, მაგრამ ჯერჯერობით, აქ ვართ.

- თქვენს კლუბში გასაწევრიანებლად რაიმე სპეციალური ნებართვა ან პროცედურებია საჭირო?

- ჩვენს საიტზე- www.catsclub.org ყველაფერი დაწვრილებითაა ახსნილი. ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებით ასე ხდება: ოფიციალური გადასახადია წელიწადში ერთხელ. თანხა ფიქსირებულია - 30 ლარს შეადგენს, საწევროს გადახდის შემდეგ  ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ხდები. არის რაღაც შეღავათები, ბონუსები, არის ჩართულობა ივენთებსა და მომავალ აქტივობებში. ეს ინფორმაცია ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა.
Zooclub
- როგორ მოდიან ფისოები თავშესაფარში, თქვენ პოულობთ ქუჩაში და მოგყავთ? შეუძლია თუ არა  მოყვანა იმ ადამიანს, ვინც ვეღარ უვლის?

- ჯერჯერობით, ორიენტირებულები ვართ მხოლოდ დაზარალებული და ტრავმირებულ, დასახიჩრებულ ცხოველთა დახმარებაზე.

-ფისოები თავშესაფარში გაჩუქებამდე რჩებიან?

- გაჩუქება ჩვენი საქმიანობის აუცილებელი ნაწილია. ამის გარეშე თავშესაფარი ვერ იფუნქციონერებს. არაერთი გაჩუქების აქციები გვქონდა. საკმაოდ ბევრი ფისო და კნუტი გავაჩუქეთ.

-რა პროცედურები უტარდებათ თავშესაფარში მოყვანილ კატებს?

- საჭიროების მიხედვით... უკეთდებათ ცოფზე აცრები, ზოგადად, სამი თვიდან იწყება და ზოგჯერ შეუძლებელია ეს გააკეთო, იმიტომ რომ ახალმოყვანილი ფისო ძალიან პატარაა, მაგრამ, პირველ რიგში, ჭიაზე, რწყილებზე, პარაზიტებზე დამუშავება აუცილებლად ხდება.

ბელა მაღრაძე: - როგორც გითხარით, მოყვანისას ფისო ჯანმრთელი არ არის, ამიტომ, პირველადი პროცედურა არის მისი გადარჩენა. ან სასწრაფო ოპერაცია, ან სხვა სახის აუცილებელი მკურნალობა, რასაც საჭიროება მოითხოვს.

-თუ შეუძლია ადამიანს, რომელიც ქუჩაში ავადმყოფ კატას იპოვის, თქვენ მოგმართოთ?

- უნდა მოგვწეროს და დაგვიკავშირდეს. ჩვენ გვიკავშირდებიან და გასაუბრების შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ქუჩიდან აყვანილ დაზარალებულ კატასა და უბრალოდ სახლიდან მოცილების კანდიდატს შორის, უპირატესობა ყოველთვის ქუჩისას ენიჭება.
Zooclub
- როგორ უნდა მოიქცეს თავშესაფრიდან კატის წაყვანის მსურველი, რაიმე პროცედურები თუ აქვს გასავლელი და რა უნდა დაამტკიცოს?

- ის გადის გასაუბრებას და ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ფისო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეს ქუჩაში, თუ გაჩუქებას გადაწყვეტს, ჩვენ უნდა გვაცნობოს, რათა ვიცოდეთ, ვის ხელში ხვდება ის და ჩვენი მოთხოვნაა ახალ პატრონთან გვქონდეს კონტაქტი.

-რომელია ყველაზე ხანდაზმული ფისო თავშესაფარში ?

-ყველაზე ხანდაზმული არის ჩვენი მოხუცი, ბრმა ბინადარი, რომელიც წალკაში, გაძვალტყავებულ და საშინელ მდგომარეობაში მყოფი ვიპოვეთ. ხოლო პირველი ბინადარი არის ფისო თიკო, რომელიც თავის და-ძმებთან ერთად მოვიდა. და-ძმები გაჩუქდნენ.

-რამდენი ფისო გყავთ ამჟამად თავშესაფარში?

-ოცი. ორი თვე კარანტინი გვქონდა. არც ვაჩუქებდით და არც ახლებს ვიღებდით, მხოლოდ ვმკურნალობდით.

- ვინ გაწვდით სამკურნალო რესურსებს? ეს თქვენი ფინანსებით ხდება?

-არა, ძირითადად, ფეისბუქის ჯგუფის წევრების შემოწირულობებით. გვაქვს ბანკის ანგარიშიც. ეს დახმარება რომ არა, მარტო ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა.

-რამდენი კატაა დაარსების დღიდან გაჩუქებული?

-დაახლოებით, ორმოცამდე.

-თუ გაქვთ პატრონებთან კონტაქტი?


- ძალიან ბევრი მათZooclubგანი გვიგზავნის ფოტოებს და საახალწლოდ მათ შეგროვებას ვგეგმავთ.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, თუ გაქვთ რაიმე კონკრეტულად დასახული გეგმა და რას ეტყოდით საზოგადოებას?

ბელა მაღრაძე: გვჭირდება ფისოების მუდმივი, თავისუფალი ტიპის თავშესაფარი და რა თქმა უნდა, თანხები. თუ ხალხი ამაში დაგვეხმარება და შევიძენთ ადგილს, სადაც ეს ყველაფერი გაკეთდება ბევრად კარგი იქნება, ჩვენი მიზანიც ეგ არის და ოცნებაც.

ნინი: საჭიროებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა. ყველა გვწერს, გვთხოვს დახმარებას... მაგრამ რითი, როგორ, რა მოვახერხოთ? მაშინ, მოდით, რაღაც გავაკეთოთ ამისთვის.

ბელა მაღრაძე:
თითოეული დღის გათენება ძალიან მძიმეა, რადგან შეიძლება გვითხრან, წადითო.

-ვინმესგან რაიმე დახმარება თუ არის მოსალოდნელი, ან სპეციალური სამსახურისთვის ხომ არ მიგიმართავთ?...

- მუნიციპალური სამსახურისთვის არ მიგვიმართავს და არც აქვს აზრი, იმიტომ, რომ კატების საკითხი საერთოდ არ აქვთ განსაზღვრული... სახელმწიფოს მხრიდანაც, რაც საკუთარი კონტაქტებით გავიკითხეთ, ძალიან დაბალი დაინტერესებაა, თითქმის არც არის... ხანდახან საკრებულოში შეხვედრებში მუნიციპალურ სამსახურთან ერთადაც ვმონაწილეობთ და ისევ და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად ვართ, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება... ექვსი თვეა უკვე ასე ვართ, მაგრამ ყოველი დღე ძლივს გაგვაქვს. აქედანაც რომ წავალთ, მერე უკვე სერიოზული მობილიზება დაგვჭირდება. ვისთანაც კი გვქონია მიმოწერა, ყველა ითხოვს საწყისს, ბაზისს, რომ ინფრასტრუქტურა მაინც იყოს. ანუ უკვე უნდა იყოს მფლობელობაში მიწა და სახლი. ეზოც აუცილებელია.

-ანუ რა არის თავშესაფრისთვის პირველ რიგში აუცილებელი?


-ინფრასტრუქტურა. მიწა და სახლი. თუნდაც შავი კარკასი, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შეგვეძლოს თქმა, რომ ის ჩვენი ორგანიზაციის საკუთრებაა და ვითხოვთ დახმარებას, რომ ჩამობრძანდეთ, ადგილზე ნახოთ და შეაფასოთ Zooclubდა ვითხოვთ, რომ დაგვეხმაროთ მის გაკეთებაში, რადგან თავშესაფარს თავისი სტანდარტები აქვს და გამოცდილების მქონეები უნდა დაგვეხმარონ ამაში.

-რას ეტყოდით კატების, ზოგადად ცხოველების მოყვარულებს და რისკენ მოუწოდებდით ჩვენს საზოგადოებას?

- პირველ რიგში იმას, რაც ჩვენს მიზნებსაც ემსახურება: რომ რაც შეიძლება, მეტი ფისო აიყვანონ თავშესაფრებიდან ან ქუჩიდან. ანუ ყიდვას არჩიონ თავშესაფრიდან აყვანა, ქუჩიდან აყვანა, გადარჩენა. ფაქტობრივად, ორ საქმეს ერთად აკეთებ: თან სიცოცხლეს გადაარჩენ, თან  ოჯახის წევრს იძენ.



თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub-თვის.

იხილეთ აგრეთვე: ”საქართველოში კატების ერთადერთი თავშესაფარი იხურება! მის ბინადრებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ! (+ფოტო)”
ირინე
სახლში მყავს ერთი მამალი კატა-6 წლის ვისკი,გარდა ამისა ეზოში მე და ჩემი მეზობელი ვუვლით 8კატას, დღეში სამჯერადი კვებით.ძალიან ჭკვიანები არიან .4-მა ფისომ გააჩინა კნუტები. 8კატის არსებობას როგორღაც მივაჩვიეთ მეზობლები. ჩვენი ფისუნიები თავიანთ კნუტებს რომ გამოიყვანენ, ამას მოყვება მეზობლების პროტესტი.არ ვიცით როგორ მოვიქცეთ? იქნებ რაიმე გვირჩიოთ
ნ.კ
მესამე წელია უკვე სადაც ქირით ვცხოვრობ იმ ეზოში მყოფ ფისოებზე ვზრუნავ...ყველაფერს შუაზე ვიყოფთ, ის კი არადა ხან მე არ ვჭამ და მაგათ ვაჭმევ )ნუ, მე ყავასაც ვიმყოფინებ...) მაგრამ გამრავლდნენ, 20 აპრილს ერთმა 4 დაბადა, მეორემ 3, მესამემ ორი, კიდე ,,ტასუნიამაც'' 3 ცალი და ,,თათულაც'' ორსულად არის....ბიჭებიც არიან და გოგოებიც, ზალიან ლამაზები და კარგები.....მაგრამ ყოველ დღე ეზოში უკმაყოფილებაა, ,,ხაზეიკას'' არ უნდა, ამბობს ბაღში ვეღარ დამითესია ვერაფერიო.....რომ დაფიქრდე ტავისებურად სწორია.... მაგრამ რა გავაკეთო, შარშან 3 ცალი გავაჩუქე, წელს იქნებ დამეხმაროთ და ამ საყვარელ ფისუნიებსაც დაეხმაროთ, საჭმელს კიდე როგორრაც გამოვუნახავ, მაგრამ არ უნდათ..... რა ვიცი რუსეთში ფისოები ზალიან უყვართო, ჩვენთან არ უყვართ რატომღაც, თან ჩივიან, გველები გვესევა, ტაგვებმა შეგვჭამეს, სახში ვიღაც არსებები დადიანო, იყოლიონ ფისოები და ეგ პრობლემები ხომ არარ ექნებათ??/!!1 მიუხედავად იმისა რომ ტრიალი მინდორია ჩემს უკან, არაფერი მხოხავი და მცოცავი იქ არ მინახია, არაფერს აჭაჭანებენ.....ეზოში რომ ფისოები არ იყვნენ ალბათ კარებსაც ვერ გავაღებდი....თავშესაფარში რომ წაუყვანოთ უკვე წამოზრდილები და გააჩუქოთ, ან მომწერეთ ცემი ეზოდან გავაჩუქებ....ახლა შვებულება მიწევს, მაგათ რა ეშველებათ არ ვიცი, წყალსაც კი არავინ დაუსხამს....დამეხმარეთ...
manana beridze
გამარჯობათ!ერთი თვის წინ ჩამოვედი იტალიიდან. ვცხოვრობ კერძო ბინაში. ჩემმა ბიჭმა სახლში დამახვედრა ორი დედალი კატა თავისი ექვსი კნუტით. ცხოველები ძალიან მიყვარს და სახლში ყოველთვის მქონდა მათთვის ადგილი. ეზოში ძაღლებიც გვყავს და ბუნებრივია, ეს კატუნიები გარეთ ვერ გადიან მათი შიშით. ჩემი შვილის დაუდევრობის გამო, კნუტები სახლში აკეთებენ ყველაფერს. თავდაყირა გადადიან. ქუჩაში ვერ გამიყრია, რადგან მეცოდებიან. ძალიან საყვარლები არიან. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, ვის მივმართო. იქნებ, მირჩიოთ რაიმე. მართლა სასიწარკვეთილი ვარ.
მზია
ჩვენს უბანში დ/დიღომი ტოიოტას მ/ტერიტორია 13 ასურელის ქ.106 ნომერთან არიან უპატრონო ფისოები ძალიან გთხოვთ თუ შესაძლებლობა გაქვთ გადაიყვანოთ თა.ვშესაფარში. მადლობა
ნინო
ძალიანგთხოვთ დამეხმაროთ..კნუტი ვიპოვეთ გარეთ,თავისით ვერ ჭამს. პირობები არ მაქვს მოვუარო.იქნებ დამეხმაროთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?