საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც თივა ინახებოდა.
ადგილზე 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.