მდინარე იორის ხეობაში ბრაკონიერებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს
მდინარე იორის ხეობაში ბრაკონიერებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტზე 7 პირი გამოავლინეს.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მდინარე იორის ხეობაში ბრაკონიერებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს.

მოხდა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული ნანადირევის ამოღება.

შეგახსენებთ, რომ მურა დათვი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

მურა დათვის და შვლის უკანონო მოპოვებაზე გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა საერთო ჯამში 55 ათასი ლარი შეადგინა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბიმის ორგანოს.


გიო
უნამუსოები,ფოტო ხაფანგები უნდა დაიგოს სადაც საფთხეა ყველგან სა სასტიკად უნდა დაისაჯონ სიხეში უნდა ჩასვან და არა ფული გადაიხადონ და გამოუშვან..
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?