ბათუმს მილიონამდე მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა (+ფოტო & ვიდეო)
ბათუმს მილიონამდე მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა (+ფოტო & ვიდეო)
ბათუმის ვიწრო დერეფანს წელს მილიონამდე მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. ევრაზიიდან აფრიკის მიმართულებით ფრინველების მიგრაციის პერიოდში ბათუმის ე.წ. ძაბრს სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი მათ შორის, ირაო, ქორი და არწივი გაივლის. ფრინველების მიგრაციის პერიოდში წელს აჭარას სხვადასხვა ქვეყნიდან 120 ორნიტოლოგი სტუმრობდა, რომლებიც შესაბამისი აპარატურით ითვლიდნენ მტაცებლების რაოდენობასა და სახეობებს.

ფრინველების გადაფრენის ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.

როგორც დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, ფრინველების მიგრაციის ფესტივალი ეკო-ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ტურიზმის დეპარტამენტი ფესტივალის მხარდამჭერი მომავალ წელსაც იქნება.

"აჭარის ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი უკვე მეოთხე წელია, რაც მხარდამჭერია ფრინველების გადაფრენის ფესტივალის. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება
ეკო-ტურზმისა. აჭარა უკვე მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი ფრინველების გადაფრენის ფესტივალით. რამდენიმე რეკორდიც დაფიქსირდა ამ მხრივ. ყოველწლიურად იმატებს ორნიტოლოგებისა და იმ ტურისტების რიცხვი, რომელებიც დაინტერესებულნი არიან ამ მიმართულებით. სამომავლოდ ისევ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამ ფესტივალს", - აღნიშნა თამარ კაიკაციშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან. ასევე მოეწყო თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია - ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა. ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გასულ წლებში შუამთის სათვალთვალო პლატფორმისა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ფრინველების გადაფრენის ფესტივალის ჩატარებას ორგანიზაცია "საბუკო" უზრუნველყოფს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?