მონადირეების კიდევ ერთი მსხვერპლი-აფრიკაში 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სპილო მოკლეს
მონადირეების კიდევ ერთი მსხვერპლი-აფრიკაში 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სპილო მოკლეს
გერმანელმა მონადირეებმა გონარეჟუს ნაციონალურ პარკში (ზიმბაბვე) სპილო მოკლეს. "The Daily Telegraph"-ის ცნობით, ასეთი დიდი სპილო ბოლოს 30 წლის წინ იქნა მოკლული.

პარკის მუშაკების ცნობით, 8 ოქტომბერს გერმანელმა მონადირემ (რომლის სახელიც არ არის დაზუსტებული) 60 წლის სპილოს ესროლა. სპილოზე ნადირობისა და ლეგალური მოკვლის საბუთში მან 60 000 დოლარამდე გადაიხადა. ზიმბაბვეს ცხოველთა დაცვის სახელმწიფო ორგანიზაციაში ( Zimbabwe Conservation Task Force ) განაცხადეს, რომ სპილოს ეშვმა 55 კილო შეადგინა.

ნადირობა 21 დღის მანძილზე გრძელდებოდა. გერმანიის მოქალაქეს ადგილობრივი მონადირე ეხმარებოდა.

“მე ვიცი რასაც იტყვიან “მწვანეები”,
მაგრამ ეს იყო ლეგალური ნადირობა და ჩვენ კანონს არ გავცილებივართ”, - აღნიშნა ზიმბაბველმა მონადირემ.

ზიმბაბვეს
პროფესიონალ მონადირეთა ასოციაციისა და ფიდების თავმჯდომარემ, ლუი მიულლერმა "The Daily Telegraph"-თან საუბარში განაცხადა, რომ მან მოგვიანებით გაიაზრა, თუ რამხელა იქნებოდა ცხოველის ეშვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ უნიკალურ ცხოველზე ნადირობა აიკრძალული იქნებოდა.

"The Daily Telegraph"-ში აღნიშნავენ, რომ მოკლული სპილოს ფოტომ ინტერნეტი მოიარა და მასზე უამრავი გამოხმაურება იყო, როგორც აღფრთოვანებული მონადირეების მხრიდან, ისე აღშფოთებული ცხოველთა დამცველებისგან.

ივლისში ამერიკელმა ტურისტმა ნგვანგას ნაციონალურ პარკში ზიმბაბვეში ყველაზე დიდი ლომი, სახელად სესილი მოკლა. მკვლელი, რომელიც სტომატოლოგად მუშაობდა იძულებული იყო დროებით შეეწყვიტა ექიმის პრაქტიკა და სახლიდან წასულიყო მას შემდეგ, რაც საზოგადოების განრისხებული ნაწილის დიდმა ტალღამ გადაუარა.
Heil Hitler
ხურუშიანი ფაშისტი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?