სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გაწეული საქმიანობის შესახებ 8 თვის ანგარიში წარადგინა
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გაწეული საქმიანობის შესახებ 8 თვის ანგარიში წარადგინა
2015 წლის 25 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრისას სააგენტოს ხელმძღვანელობამ სტუმრებს წარუდგინა 8 თვის ანგარიში, სტატისტიკური მონაცემები, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებისაკენ მიმართული ქმედითი ღონისძიებები, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი, თბილისში მიუსაფარი ძაღლების დათვლის პროგრამა, თავშესაფარში დასრულებული სარემონტო სამუშაოები და მისი შემდგომი გაფართოების საკითხი, ადამიანის და ცხოველების ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები, შინაური ცხოველების ( ძაღლი, კატა ) პოპულაციის მართვა-კონტროლის მექანიზმები და
ა.შ.

შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნული მოსაზრებები და რეკომენდაციები , პრაქტიკაში შემდგომში მათი ეფექტურად რეალიზაციისათვის გათვალისწინებული იქნება.

სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

იხილეთ შეხვედრის ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?