შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელდება
შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელდება
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელდება.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები 28 სექტემბერს ვაქცინაციას ატარებენ შემდეგ მისამართებზე:

თბილისში - ვაკის პარკი; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში); ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);
ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი);
თელავში - ალაზნის გამზირი (სურსათის
ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი). თეატრის
წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან;
რუსთავში - იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი;
ახალციხეში - ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი);
მცხეთაში - აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი); გორში - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ;
ბათუმში - გოგებაშვილის 46ა; ოზურგეთში - ვ.დოლიძის N10; ამბროლაურში - ბრატისლავა - რაჭის 17ა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?