სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო 27-28 სექტემბერს, 10:00 საათიდან , თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ატარებს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისში - ვაკის პარკი; დიდუბე – "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორია; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში);
ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);
ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი);
თელავში - ალაზნის გამზირი (სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი). თეატრის
წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან;
რუსთავში - იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი;
ახალციხეში - ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი);
მცხეთაში - აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი);
გორში - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ;
ბათუმში - გოგებაშვილის 46ა;
ოზურგეთში - ვ.დოლიძის N10;
ამბროლაურში - ბრატისლავა - რაჭის 17ა.

Natia
ცოფის ვაქცინა არის ჩეხეთის რესპუბლიკის წარმოების, ცხოველის პასპორტში სტიკერის ჩაკვრა და ხელმოწერა შესაძლებელია..
maia shilakadze
როგორც მითითებულია ეს არის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.შეუძლიათ რომ შინაური ცხოველის აცრების პასპორტში ჩაგვიკრან აცრა და ბეჭდით დაგვიდასტურონ როგორც ამას ვეტერინარები აკეთებენ?
TAMUNA
გთხოვთ გაგვაგებინოთ თუ იცით რა ვაქცინით ცრიან ცხოველებს, კონკრეტულად კატებს? და თუ შეუძლიათ რომ შინაური ცხოველის აცრების პასპორტში ჩაგვიკრან აცრა და ბეჭდით დაგბიდასტურონ როგორც ამას ვეტერინარები აკეთებენ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?