მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიების გატარებისას, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვრიდან ავტომობილის 13 ცალი საბურავი ამოიღეს, რითაც სამართალდამრღვევები თევზს უკანონოდ მოიპოვებდნენ.

"მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემგდომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება", - აცხადებენ უწყებაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?