დაჭრილი ველის კაკაჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს
დაჭრილი ველის კაკაჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ველის კაკაჩა ველურ გარემოს დაუბრუნდება.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შპს "ტრანსკავკაზუსის" კუთვნილი ტერმინალიდან შემოსული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნანახი იქნა შავარდნისნაირთა რიგის, ქორისებრთა ოჯახის წარმომადგენელი - ველის კაკაჩა (Buteo rufinus).

"ფრინველს აღენიშნებოდა ფრთის დაზიანება, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაყვანის შესახებ. დაჭრილი ველის კაკაჩა, შესაბამისი მკურნალობის მიზნით, სრულ გამოჯანმრთელებამდე თბილისის ზოოლოგიური პარკის ბინადარი იქნება. გამოჯანმრთელების შემდეგ ველის კაკაჩა ველურ
გარემოს დაუბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?