აშშ-ს პრეზიდენტის პოსტისთვის ძაღლი იბრძოლებს
აშშ-ს პრეზიდენტის პოსტისთვის ძაღლი იბრძოლებს
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოება ამერიკელებს მოსვენებას არ აძლევს. ყოფილმა რეპერმა, კანიე უესტმა განაცხადა, რომ სურს კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე, ოღონდ 2016 წელს კი არა, 2020-ში.

უახლოეს არჩევნებზე, რომელიც მომავალი წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს, თავის ძალებს ქალაქ რაბბიტ-ჰეშის (კენტუკის შტატი) მერიც გამოცდის. ამ პატრა ქალაქის მერი ძაღლია, სახელად ლუსი ლუ.

“თუ გეჩვენებათ, რომ უკვე იცით, ვის უნდა მისცეთ ხმა არჩევნების დროს, დაიცადეთ”, - აღნიშნავენ Cincinnati.com-ის ჟურნალისტები.

Zooclub

ლუსი ლუ უკვე 7 წელია ქალაქის მერია, სადაც 315 მცხოვრებია. ძაღლის პატრონი, ბობი გაისერი აღნიშნავს, რომ ის
2008 წლის 4 ნოემბერს აირჩიეს - “იმავე დღეს, როდესაც აირჩიეს ის ბიჭი, რომელიც ახლა თეთრ
სახლში ზის”.

მერის პოსტზე იბრძოდა 10 ძაღლი, კატა, ოპოსუმი, ვირი და ადამიანი. მათგან მცხოვრებლებმა ვორდერ-კოლის ჯიშის ძაღლი აირჩიეს. თუმცა, მალე 5 სექტემბერს ლუსი ლუ თავის თანამდებობას დატოვებს.

“არ შეიძლება იყო მერი მთელი ცხოვრების მანძილზე”, - ამბობს კაისერი.

Zooclub

მერის პოსტზე ძაღლი მეთაურობდა ქალაქის დღესასწაულებს, ჩნდებოდა ადგილობრივ ტელევიზიაში და ასევე რამოდენიმე დოკუმენტური ფილმის გმირიც გახდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქის მერი ამერიკაში ცხოველი ხდება. ასევე, ჩიხუახუა, სახელად ფრიდა ერთი დღე-ღამის განმავლობაში სან-ფრანცისკოს მერი იყო. ქალაქ დივაიდს (კოლორადოს შტატი) ასევე მართავდა ძაღლი, სახელად მა კეტტლი, რომელმაც არჩევნებში ისეთ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც არიან: მგელი, ზღარბი, ვირი და ცხენი.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?