სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას აგრძელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას აგრძელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისათვის ვაქცინირებულია 99 042 ძაღლი და კატა. წლის ბოლომდე დაგეგმილია 250 000 ცხოველის ვაქცინაცია.

მათივე ინფორმაციით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა ცხოველებში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვევებმა. კერძოდ: 2014 წლის 6 თვის განმავლობაში ცოფი დაფიქსირდა 34 ძაღლის, 25 მსხვილფეხა, 1 წვრილფეხა, 2 გარეული ცხოველის პათ მასალაში, ხოლო მიმდინარე წელს (6 თვეში) ცოფი ლაბორატორიულად დადასტურდა 23 ძაღლის, 36 მსხვილფეხა,
1 წვრილფეხა პირუტყვის, 2 ცხენის, 1 ღორის პათმასალაში.

სასოფლო სამეურნეო ცხოველებში ცოფის შემთხვევების მატების ძირითადი მიზეზი გარეული და მაწანწალა ცხოველების
შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ფაქტების გაზრდაა.

შინაურ ხორცისმჭამელ ცხოველებში ცოფის გამოვლინება შარშანდელ პერიოდთან შედარებით დაიკლო 32,3%-ით, რაც განპირობებულია 2014 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური პროფილაქტიკური ვაქცინაციით. 2014 წელს ცოფზე პროფილაქტიკის მიზნით, ვაქცინირებულია 237 099 ძაღლი და კატა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?