29 ივნისიდან თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფები რეაგირებაზე ვიდეორეგისტრატორებით გადიან
29 ივნისიდან თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფები რეაგირებაზე ვიდეორეგისტრატორებით გადიან
29 ივნისიდან მოსახლეობის მიერ გამოძახებულ რეაგირებაზე გასული თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოველი ჯგუფი ვიდეორეგისტრატორით გადის, რომელიც ორივე მხარის ქმედებებს ვიდეოკამერით აფიქსირებს.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოადგილის, ბატონი ლერი ქვარაიას ცნობით, ეს მოწყობილება აბსოლუტურად იდენტურია საპატრულო პოლიციის ვიდერეგისტრატორისა. თანამშრომელს ის მკერდზე აქვს მიმაგრებული და ჩვეულებრივი ვიდეოკამერაა, რომელიც იღებს, როგორც გამოსახულებას, ისე აუდიოსიგნალს იმისათვის, რომ სააგენტო სრულად იყოს საქმის კურსში, თუ როგორ ასრულებს სააგენტოს თანამშრომელი თავის მოვალეობას. ასევე, მოქალაქეების მხრიდან რაიმე პრობლემებისა და არამართლზომიერი ქმედებების შემთხვევაში იქნეს დაფიქსირებული აღნიშნული
პირები და სიტუაცია.

"- ვიდეორეგისტრატორს  ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: ერთია, დავრწმუნდეთ და დავაფიქსიროთ თითოეული თანამშრომლის
ქმედება, რომ მან ნორმატიული აქტების საფუძველზე განახორციელა თავისი საქმიანობა, თითოეული კონტაქტი მოსახლეობასთან თუ ცხოველებთან. ასევე, ძალიან ხშირია, როდესაც მოსახლეობა აგრესიულად და არამართლზომიერად იქცევა, ასეთ შემთხვევაშიც აუცილებელია ეს ფაქტები იყოს დაფიქსირებული, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში იქნება გამოყენებული მტკიცებულების სახით", - აღნიშნავს ლერი ქვარაია.

29 ივნისიდან სააგენტოდან რეაგირებაზე გასული ყველა ჯგუფი ვიდეორეგისტრატორითაა აღჭურვილი.


ანი ქარჩავა სპეციალურად ZooClub-სთვის.
მანჩო
ვაკვირდები და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბოროტებს არ უყვართ არც ძაღლი და არც ფისო.
eka
ამათი რა ბრალია ხალხია თავად აგრესიული და თვითონ არ აწვდიან ერთ ლუკმა პურს რომ არ შემოეჩვიონ
manana
მაწანწალა ძაღლების დახოცვა იმაში გამოიღებს შედეგს, რომ გამრავლდება ვირთხები და თაგვები, რას გერჩიან ერთი ლუკმა პური გადმოუგდეთ,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?