ზესტაფონის მე-7 სკოლაში არწივი დაიჭირეს
ზესტაფონის მე-7 სკოლაში არწივი დაიჭირეს
ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არწივი დაიჭირეს. სკოლის თანამშრომლების ცნობით, ვარაუდობენ, რომ არწივი თბილისის ზოოპარკის ბინადარი უნდა იყოს.

სკოლის ერთ-ერთი თანამშრომლის, ზურაბ ლაცაბიძის ინფორმაციით, ზოოპარკის ადმინისტრაციასთან დაკავშირება ჯერ ვერ შეძლეს.

"სამი დღის წინ დავიჭირეთ არწივი და სკოლაში გვყავს გამოკეტილი. ძალიან დიდია. თავიდან არაფერს ჭამდა, მაგრამ ახლა ჭამაც დაიწყო. 112-ში დავრეკეთ და ზოოპარკის ტელეფონის ნომერი მოგვცეს, თუმცა, მესამე დღეა, არავინ გვპასუხობს. ვფიქრობთ, წყალდიდობის დროს გამოფრინდა თბილისიდან", -აღნიშნა ზურაბ ლაცაბიძემ.
zuba
"პერევალი? გადაიფრინა?არა მგონია ეგ ზოოპარკის იყოს იმ მიჩმორებულ არწივებს მაგდენი სად შეეძლოთ?
ZZZ
რა უპასუხისმგებლობაა, ვინმემ არ უნდა მიხედოს? სკოლაში რა უნდა დამწყვდეულ არწივს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?