ზოოპარკში სამხედროებმა პინგვინი იპოვეს
ზოოპარკში სამხედროებმა პინგვინი იპოვეს
სამშაბათს, 23 ივნისს, ზოოპარკში სამხედროებმა გაწმენდითი სამუშაოების დროს პინგვინი იპოვეს. ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსის, მზია შარაშიძის ცნობით, პინგვინი მტაცებლების ვოლირების გასუფთავების დროს იპოვეს.

მისივე თქმით, პინგვინს დაზიანებები არ აღენიშნება და ვოლიერში გადაიყვანეს.

როგორც მზია შარაშიძემ აღნიშნა, 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარში 17 პინგვინი ჰყავდათ და ბოლო მონაცემებით 10 გადარჩა.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი პინგვინი 5 დღის წინ კომპანია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე თანამშრომლებმა იპოვეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?