სპეციალისტებმა აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინააღმდეგ წამლობა დაიწყეს
სპეციალისტებმა აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინააღმდეგ წამლობა დაიწყეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობას ახორციელებს. ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდან დაიწყო. სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს ძალებით 2000 ჰა ფართობი შეიწამლება. ამ დროისთვის 360 ჰა ფართობია დამუშავებული.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების, მათ შორის კოღოების წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებების ჩატარება. მონიტორინგის ჯგუფმა მწერების ძლიერი გავრცელების კერები - ალაზნისპირა სოფლები და დაჭაობებული ტერიტორია შეარჩია. ქიმიური ღონისძიება თერმული ნისლის ტექნოლოგიით, პრეპარატ დეცისის გამოყენებით ჩატარდება. აღნიშნული მეთოდი კოღოების გასანადგურებლად ფართოდ
იხმარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ხოლო საქრთველოში იგი დასავლეთით გავრცელებული საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის
წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით წამლობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისა და გარემოსთვის. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, წამლობის პროცესში 15-20 წუთის განმავლობაში მოერიდონ კვამლში მოხვედრას. ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სპეციალისტების განმარტებით, ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, მავნებელი უფრთხის მაღალ ტემპერატურას და აქტიურდება საღამოს საათებში, ამიტომაც წამლობა მზის ჩასვლის შემდეგ, საღამოს საათებში ჩატარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებას 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ახორციელებს. წამლობის ჩატარება დასავლეთ საქართველოშიც იგეგმება.
natia
ვაიმე გეხვეწებით იქნებ ბათუმში გვისშველოთ რამე?მთელი ღამე არ გვძინავს იმდენი კოღოააააა
tika
თბილისში დიღმის მასივშიც არის კოღოების შემოტევა იქნებ აქაც გვიშველონ შეგვჭამეს კოღოებმა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?