მტკვრის მიერ გარიყული ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა
მტკვრის მიერ გარიყული ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში ერთ-ერთ კუნძულზე გარიყული ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა, რომელიც ადგილზე ზოოპარკის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცხოველის გვამის დასათვალიერებლად და ამოსაცნობად ჩავიდა.

"წინასწარი დათვალიერებისას ცხოველის გვამი ძალიან ჰგავდა აფთარს, მაგრამ არ აღმოჩნდა აფთარი. აფთარს აქვს მომცრო ტანი და დიდი კბილები, ამ ცხოველს კი დიდი ტანი და მომცრო კბილები აქვს. ეს დიდი ზომის ძაღლია, თუმცა, ჩვენ ნიმუშები მაინც ავიღეთ", - აღნიშნა გურიელიძემ.

რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მდინარე მტკვარში
ცხოველის ლეში ნახეს ერთ-ერთ კუნძულზე გარიყული. არსებობდა ეჭვი, რომ ეს ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაქცეული ზოლიანი
აფთარი შეიძლება ყოფილიყო.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?