თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ მათი კიდევ სამი თანამშრომელი დაიღუპა
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ მათი კიდევ სამი თანამშრომელი დაიღუპა
თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომლის პოვნა ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის სამეურნეო მენეჯერი გია გიორგაძე ავრცელებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვერ ხერხდება ზოოპარკის სამი თანამშრომლიოს პოვნა, რომლებიც შესაძლოა, უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

მისივე თქმით, ზოოპარკში მტაცებელთა განყოფილებაში ვერ ხერხდება შესვლა, რადგან იქ არის წყლითა და ქვა-ღორღით გავსებული ტერიტორია. გიორგაძის ინფორმაციით, სწორედ იქ იმყოფებოდა ზოოპარკის სამი მორიგე თანამშრომელი. გიორგაძე შესაბამის სამსახურებსაც მოუწდებს, მოხდეს ზოოპარკის ტერიტორი
ის გასაწმენდად სპეცტექნიკის მობილიზება.

"ვერ ვპოულობთ ჩვენს სამ თანამშრომელს. ჩემი აზრით, სამივე გარდაცვლილია. ჩვენ მტაცებლების განყოფილებაში ვერ შევდივართ. ის ტერიტორია სავსეა წყლით, ტალახითა და ღორღით. გვესაჭიროება მხარდაჭერა. აქ არის სპეცნაზი და პოლიცია, თუმცა,
გვჭირდება სპექცტექნკა სასწრაფოდ. გვჭირდება ასევე გენერატორი აკვარიუმის გადასარჩენად", - განაცხადა გიორგაძემ.

ამ დროისთვის, ოფიციალურად, სტიქიის შედეგად ხუთი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?