თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველების დაფიქსირებაზე გამოძახებამ იმატა
თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველების დაფიქსირებაზე გამოძახებამ იმატა
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველების დაფიქსირებაზე გამოძახებამ იმატა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, მაისის თვეში გველთან დაკავშირებით 109 გამოძახებაა, აპრილის თვეში კი, მხოლოდ 5 გამოძახება იყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის თეიმურაზ ფხალაძის განცხადებით, ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოქალაქეები დაუყოვნელივ უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ფხალაძის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გველების მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გამოძახებები ფიქსირდება თბილისის ყველა უბნიდან, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან და ძველი საცხოვრებელი სახლებიდან.
ამ
დროისთვის დაფიქსირებულები არიან შემდეგი სახეობის გველები: გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა მცურავი და აგრესიული
ნაირფერი მცურავი, ამიერკავკასიური მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, ეირემისი, გველბრუცა, კატისთვალა გველი და ცენგოს ფერი მცურავი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განმარტებით, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.
xxxxxxxxxxxx
ეს გველები არც ერთი არაა საშიში, საშიშია ადამიანი გველები ასეთები კი თბილისში ბევრია.
krima
ეს ქვეწარმავლები რაც პარლამენტი ქუთეისს გადაიტანეს მის შემდაგ ვეღარ აგნებენ თავიანთ ბუნაგებს.
nin
ქალაქში ბევრი ორფეხაც დასისინებს, ასე რომ მემგონი სგანგაშო არაფერია:))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?