თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველების დაფიქსირებაზე გამოძახებამ იმატა
თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველების დაფიქსირებაზე გამოძახებამ იმატა
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, თბილისში მოქალაქეების მხრიდან გველების დაფიქსირებაზე გამოძახებამ იმატა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, მაისის თვეში გველთან დაკავშირებით 109 გამოძახებაა, აპრილის თვეში კი, მხოლოდ 5 გამოძახება იყო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის თეიმურაზ ფხალაძის განცხადებით, ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევაში მოქალაქეები დაუყოვნელივ უნდა დაუკავშირდნენ 112-ს. ფხალაძის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გველდამჭერთა მობილური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გველების მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გამოძახებები ფიქსირდება თბილისის ყველა უბნიდან, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსებიდან და ძველი საცხოვრებელი სახლებიდან.
ამ
დროისთვის დაფიქსირებულები არიან შემდეგი სახეობის გველები: გველხოკერა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, წითელმუცელა მცურავი და აგრესიული
ნაირფერი მცურავი, ამიერკავკასიური მცურავი, ოთხზოლიანი მცურავი, ეირემისი, გველბრუცა, კატისთვალა გველი და ცენგოს ფერი მცურავი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განმარტებით, მათ შორის შხამიანი არც ერთი არ არის.
ვიპერა
ყველაფრის განადგურაბაზე და მოკვლაზე რატო ხართ? არ არიან ეს გველები შხამიანები და ბუნებაში ძაან დიდი როლიც უჭირავთ თქვენგან განსხვავებით, ამოწყვიტავთ ამ გეველბს და ვირთხები და ათასი მავნებელი და მართლა საშიშ არსება გამრავლდება !!!
lali
გოგირდი უნდა აამჯვარტლოტ ეზოებსი
tamari
რატომ არ გამოიკენებტ მატ სატსინააგმდეგოდ რამეს, მაინდამაინტს ვინმე უნდა დაკმინოს?
-----
ჟურნალისტებიც ხურავენ რა, თბილისზეა ლაპარაკი და სურათზე ნიტო შავი მამბა ნიტო ტაიპანია, ერთი ნამიბიიდან მეორე ავსტრალიიდანაა. დადეთ რა შედარებით ნაკლებათ საშიში რამ, მაგალითად ანკარა
მზია
მოსახლეობა გაგვანათლეთ როგორ მოვიქცეთ, რა ღონისძიება ჩავატაროთ რომ არ გაჩდნენ ან დავაფრთხოთ ჩვენი ნაკვეთებიდან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?