საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა
საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "შინაური ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა. საკითხი დეპუტატებმა ხმაურისა და აქციის ფონზე განიხილეს.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც არ დაეთანხმა ცხოველთა უფლებების დამცველი ნანა მურადაშვილი. მისი თქმით, ახალი წესი არ ითვალისწინებს ცხოველთა პატრონების უფლებებს, ასევე, წესში არ არის გათვალისწინებული ცხოველთა ევთანაზიის საკითხი.

ნანა მურადაშვილის ბრალდებებს სხდომაზევე უპასუხა შორენა ბუხრაშვილმა და განმარტა, რომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი ამ რეგულაციებს ითვალისწინებს. საკრებულოს სხდომაზე საკითხის
უკეთ გასარკვევად წესის დამტკიცების გადადების მოთხოვნით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თუმცა, საბოლოოდ, საკითხი დეპუტატებმა
მაინც დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომა ცხოველთა უფლებების დამცველებისა და შინაური ცხოველების პატრონების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?