რუსთაველის მეტროსთან ცხოველთა უფლებების დამცველთა აქცია გაიმართა (+ვიდეო)
რუსთაველის მეტროსთან ცხოველთა უფლებების დამცველთა აქცია გაიმართა (+ვიდეო)
რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველთა უფლებების დაცვის მიზნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები "დაიცავი დაუცველი", "ნუ მოკლავ", "როდესაც კლავ ძაღლს, კლავ შენს მეგობარს, ისინი ბევრ ადამიანს ჯობიან".

აქცია უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა ცხოველების ეუთანაზიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს. ისინი აპროტესტებენ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საკრებულომ უნდა განიხილოს და აცხადებენ, რომ მათ სურთ გაიგონ, რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ.

დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ძაღლებით მივიდა.

აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან რამდენიმე წუთით
შეჩერდნენ, რითაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება, როგორც ისინი აცხადებენ, საკრებულოს მიერ გამოცემული წესის პროექტის მიმართ.

ცხოველთა
უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების აქცია, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო საკრებულოს შენობამდე მსვლელობით გაგრძელდა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი. როგორც თამარ ივერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცხოველების მიმართ საზოგადოება უფრო ჰუმანური უნდა გახდეს და დადგენილებიდან უნდა მოხდეს იმ პუნქტების ამოღება, რომლებიც ცხოველთა უფლებებს ზღუდავს.

"საქართველო ცდილობს, რომ ევროპის გზით იაროს. ასეთი კანონები და დადგენილებები ცხოველთა მიმართ ძალიან ცუდია. ვთვლით, რომ უფრო ჰუმანური უნდა გახდეს საზოგადოება და უფრო მეტად შეიყვაროს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. ეს დადგენილება, რაზეც არის საუბარი, იმედია, გამოსწორდება, რადგან ძაღლების მიმართ ძალიან ბევრი შავ-თეთრი მომენტებია, რაც ამოღებული უნდა იყოს", - განაცხადა თამარ ივერმა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის, ვახტანგ მამალაძის განცხადებით, საზოგადოება უნდა იყოს ჰუმანური და კეთილგანწყობილი ცხოველების მიმართ. საკრებულოს მიერ გამოცემული წესის პროექტი თავშესაფარში არსებული ცხოველების ეუთანაზიას განაპირობებს.

"უნდა მკაცრად განისაზღვროს, რა უფრო მნიშვნელოვანია მუნიციპალური თავშესაფრისთვის - ეუთანაზია, თუ ძაღლების პოპულაციის სხვა მეთოდებით მართვა, სტერილიზაცია/კასტრაცია. ეს პუნქტები კარგად გაწერილი უნდა იყოს რა ბედი ეწევა ცხოველს თავშესაფარში 10 დღის შემდეგ. გარდა ამისა, მუნიციპალურმა თავშესაფარმა და მერიამ უნდა უზრუნველყოს აგიტაცია-პროპაგანდა, რათა თავშესაფარში განთავსებული ცხოველის გასხვისება გაიოლდეს", - აღნიშნა ვახტანგ მამალაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე მათ შეადგინეს პეტიცია, რომელსაც საკრებულოში შეიტანენ. ასევე, ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს მხარი დაუჭიროს მათ მოთხოვნებს. როგორც მისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტი ცხოველთა მოყვარულია და იმედი აქვს, რომ ამაში პრეზიდენტისგან მხარდაჭერა ექნებათ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ცხოველთა დამცველების აქცია დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

nino
სამწუხაროდ, არცერთ მათგანს არ უნახავს პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ოფიციალურად დაიდო საკრებულოს საიტზე. ნეტავ გუშინ რას აპროტესტებდნენ?! საკითხავი, აი, ეს არის.
nini
ძალიან სასიამოვნოა ასეთი აქტიურობა საზოგადოების მხრიდან,ბატონი მამალაძე კი ნამდვილად კეთილშობილი ადამიანია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?