თბილისში საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა იმართება (+ფოტო)
თბილისში საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა იმართება (+ფოტო)
გუშინ, 28 მარტს, თბილისში გაიმართა ძაღლების საერთაშორისო გამოფენის პირველი ეტაპი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, რუსეთის, სომხეთისა და უკრაინის 40-ზე მეტი ჯიშის ძაღლი.

გამოფენა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო. ჟიური და მაყურებლებიც ერთნაირი სიხარულით ათვალიერებდნენ ერთმანეთისგან განსხვავებული ჯიშის, ფორმისა და ზომის ძაღლებს, რომლებმაც თავის მხრივ, გულგრილად არც ერთი სტუმარი არ დატოვა.

პირველი ნომინაცია - საუკეთესო ლეკვიც მალევე გამოვლინდა. ამ ნომინაციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ყველასთვის საყვარელი კავკასიური ნაგაზები, ხარების დედათა მონასტრიდან. პირველი ადგილი სწორედ ბალუს ერგო.

იუნიორ კლასში უკრაინის სახელით წარმოდგენილმა ამერიკულმა პიდ-ბულ
ტერიერმა მიიღო.

ამის შემდეგ კონკურსის ინტერესი ყოველ ეტაპზე მატულობდა. სპეციალურად მოწვეულ ჟიურის გამარჯვებულების გამოვლენა ნელ-ნელა
ურთულდებოდათ, რადგან გაზაფხულის ფესტივალს ბევრი სახელდახელოდ გაწვრთნილი ძაღლი ეწვია.

გამოფენა 6 საათი გაგრძელდა და ბოლოსთვის, ყველა ნომინაციაში გამარჯვებულ ძაღლს შორის საუკეთესოს გრან პრი გადაეცა. ამ ნომინაციაში საქართველოს სახელით წარმოდგენილმა ფრანგულმა ბულდოგმა გაიმარჯვა. ამ გამარჯვებას ვულოცავთ მის პატრონსა და მთელი საქართველოს ძაღლების მოყვარულებს.

დღეს, 29 მარტს იმართება გამოფენის მეორე ეტაპი, სადაც მაყურებლებს ელოდებათ 60-მდე სხვადასხვა ჯიშის ძაღლი. თუ გიყვართ ძაღლები, ეს გამოფენა არ უნდა გამოტოვოთ.

გამოფენა ტარდება ქ.თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის კორტებზე.


ანი ქარჩავა სპეციალურად zooclub.ge-თვის

იხილეთ ფოტოგალერეა
სსკლ
არ იქნებოდა ცუდი თუ უფრო ზუსტ განსაზღვრებებს გამოიყენებდით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?