ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრებს მართავს
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრებს მართავს
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია საქართველოს ეწვია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქართული ვეტერინარული კანონმდებლობის შეფასება, ეროვნული პრიორიტეტების მომზადებაში მხარდაჭერა და ვეტერინარული კანონმდებლობის მოდერნიზებისთვის ყოვლისმომცველი გეგმის შემოთავაზება.

პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რომელსაც უცხოურ დელეგაციასთან ერთად ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, ვეტერინარიის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, შემოსავლების სამსახურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციასა და რისკის შეფასებას ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე.

ცხოველთა ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები პარალელურად ჩაატარებენ ტრენინგ-სემინარებს რეგიონებში. დაგეგმილია ვიზიტი ბოლნისსა და მარნეულში მდებარე სასაკლაოებზე. სასაკლაოების
წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ცხოველის ტრანსპორტირებასა და დაკვლის პროცედურებზე.

ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მოლდოვას, უკრაინისა და თურქმენეთის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციები საქართველოში რამდენიმე ეტაპიან სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქართული ვეტერინარული კანონმდებლობის დახვეწასა და ეროვნული პრიორიტეტების მომზადებას.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?