თბილისში კავკასიური ნაგაზებისა და ქართული მთის ძაღლების XVI ეროვნული გამოფენა გაიმართა (+ფოტო)
თბილისში კავკასიური ნაგაზებისა და ქართული მთის ძაღლების XVI ეროვნული გამოფენა გაიმართა (+ფოტო)
28 თებერვალს, თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში ეროვნული კინოლოგიური გამოფენა ჩატარდა, სადაც საგულდაგულოდ მომზადებული და გაწვრთნილი კავკასიური და ქართული მთის ნაგაზები ჰყავდათ გამოყვანილი.

გამოფენაზე სულ 81 მონაწილე იყო დარეგისტრირებული.

გია გიორგაძე, კინოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტი: "მერიამ დიდი წვლილი შეიტანა დღეს ამ გამოფენის ორგანიზებაში, ჯერ თავად საკრებულომ გვიშუამდგომლა, ვინაიდან, ფაქტიურად, უსპონსოროდ ვრჩებოდით, შემდეგ კი მერია დაგვეხმარა. ასევე უნდა აღვნიშნო თავად აგრარული უნივერსიტეტის დიდი როლი ამ ღონისძიებების გამართვაში, რომელიც უსასყიდლოდ გვეხმარება და უფლებას გვაძლევს ღონისძიება სპორტულ დარბაზში ჩავატაროთ.
კონკურსზე უკრაინის კინოლოგიის პრეზიდენტი, ექსპერტი გიორგი ონიშენკო მეუღლესთან
ერთად გვსტუმრობდა.
სამწუხაროდ, დღევანდელ გამოფენაზე განწყობა ისეთივე დაბალი
იყო, როგორც მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ველოდით. დღევანდელი გამოფენა საშუალოდ შეიმიძლია შევაფასო, ვინაიდან კმაყოფილი არ ვარ.Zooclub
გამოფენაზე მონაწილე თითოეული ძაღლი უნდა იყოს სპეციალურად აღზრდილი და გაწვრთნილი. ამისათვის საჭიროა კარგი კვება, მოვლა და ხშირი ვარჯიში. საერთაშორისო გამოფენებზე ხშირად გვსტუმრობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან, და პრიბალტიკიდან.
1997 წლიდან საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და აქედან გამომდინარე, იმავე წელს ჩვენთან ჩატარდა პირველი საერთაშორისო გამოფენა. მას მერე ამ გამოფენების ჩატარება არის სავალდებულო. თბილისში საერთაშორისო გამოფენა წელიწადში 6-ჯერ ტარდება, სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ძაღლები რიგ კატეგორიებში ეჯიბრებიან ერთამენეთს. შემდეგი საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა იგეგმება 28-29 მარტს, შემდეგი კი 2-3 მაისს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სპონსორი არ ჩანს."

ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს გამოფენა დადებითად აისახება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უკეთესად აღზრდაზე, ეს შეჯიბრებები ერთგვარი სტიმული იქნება, როგორც ძაღლებისთვის, ასევე მათი Zooclubპატრონებისათვის, რადგან გამოფენა შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ უნდა მოუარონ ძაღლებს, უფრო მეტი დრო დაუთმონ მათ აღზრდასა და ჯანმრთელობას.


Zooclub-ge წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს.

კავკასიური ნაგაზებისა და ქართული მთის ძაღლების XVI ეროვნული გამოფენის შედეგები სამშაბათს, 3 მარტს გახდება ცნობილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ანი ქარჩავა - სპეციალურად zooclub.ge-სთვის
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?