მუნიციპალური თავშესაფრის პირველი მაშველი გოგონა
მუნიციპალური თავშესაფრის პირველი მაშველი გოგონა
11 თებერვალს, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ფეისბუქის გვერდიდან საზოგადოებისთვის ახალი, სასიამოვნო ამბავი გახდა ცნობილი. ინფორმაციის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ უკვე რამოდენიმე დღეა თავშესაფრის მაშველების რიგებში პირველი მაშველი გოგონა მსახურობს. იმ დღეს იგი ორ გამოცდილ თანამშრომელთან ერთად 5 გამოძახებაზე იმყოფებოდა. მათ მოუწიათ მერვე სართულიდან კატის ჩამოყვანა, ასევე სხვა ღონისძიებების ჩატარება.


სპეციალურად Zooclub.ge-ის მკითხველისთვის, ჩვენი ჟურნალისტი 23 წლის, პირველ მაშველ გოგონას, სოფო ცისკარიშვილს გაესაუბრა.

- პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტი გახლავართ. მუნიციპალური თავშესაფრის სამაშველოს მიერ გამოქვეყნებული ვაკანსია ზაფხულში ვნახე. ბავშვობიდან ცხოველები ძალიან მიყვარდა, ამიტომ ჩემი Zooclub
მონაცემები ყოველი შემთხვევისთვის მაინც გავაგზავნე. ასე 4-5 თვის შემდეგ გასაუბრებაზე დამიბარეს. მე იმ დროს უკვე
ბანკში ვმუშაობდი და სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც ველოდი შეხმიანებას. ალბათ დაინახეს ჩემში რაღაც და გამონაკლისი დაუშვეს ექსპერიმენტივით - გამოვიდოდა, თუ არ გამოვიდოდა და ძალიან მიხარია, რომ გავამართლე.

- სახლში რას ამბობენ? როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
- ჩემთან სახლში ძალიან გაუხარდათ, იმიტომ, რომ ბავშვობიდან ასე ვარ, შუაღამეს ხეზე ავმძვრალვარ, კატა ჩამომიყვანია. ისე დედას ვეხვეწებოდი ხოლმე რაღაცის გამო გაყოლას, მარტო რომ არ გავსულიყავი, მაგრამ კატის გამო გავსულვარ. ყველა მეუბნება საშენო საქმე გამოგინახავსო. ძალიან უხარიათ.

- გყავს რამე ცხოველი, ან ფრინველი?
- დიახ, მყავს. მთელი ბავშვობა მაწანწალა ძაღლები და კატები მყავდა. არავის არ უყვარდა ისინი - ყველას შევაყვარე. ახლა კატა მყავს.



როგორც ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ლერი ქვარაიამ Zooclub.ge-ის ჟურნალისთან საუბრისას განაცხადა - მუნიციპალური თავშესაფრის მაშველთა რიგებში მანდილოსანი მაშველი - პირველი პრეცედენტია, რომელიც წელს დაუშვეს და ეს თემა, სასურველია, მომავალშიც განივრცოს.



ეს მშვენიერი, თბილი და ჭკვიანი გოგონა, მრავალი საინტერესო გატაცებით და სიყვარულით ყველა სულიერის მიმართ - ყოველი სამსახურეობრივი გასვლისას, თავისი ლამაზი სიცოცხლის ყოველ წუთს და ძალას ჩვენ გვერდით მცხოვრები პატარა, უსუსური, ერთგული და საყვარელი ბინადრების გადარჩენასა და დაცვას მოახმარს, რადგან ეს ყველაფერი უკვე ბავშვობიდან მისი ცხოვრების ნაწილია!

- ძალიან კმაყოფილი ვარ, ზუსტად საჩემო საქმეა, სხვაგან ჩემი თავი ვერც წარმომიდგენია, - ამბობს სოფო, რითაც ყველაფერია ნათქვამი.



Zooclub.ge წარმატებას უსურვებს სოფოს, მუნიციპალური თავშესაფრის პირველ მაშველ გოგონას!





ანი ქარჩავა სპეციალურად Zooclub.ge-თვის

mariko-s
გამიკვირდა რა ანტისანიტარიაზე საუბრობთ, კატა და ანტისანიტარია? უამრავ მაწანწალა კატას ვუვლი და ჩემი სახლის კარის წინ იკრიბებიან საჭმელად, იდეალური სისუფთავეა, კათა თავის ფეკალურ მასებს მალავს მიწაში ფლავს.
sofo
დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის :)))
mariko-s
mariko სანამ რამეს მოიმოქმედებთ კარგად დაფიქრდით ცოდვა არ დაიდოთ ნუ გაიმეტებთ საბრალო არსებებს ასე ადვილად...
737
გაიხარე სოფო წარმატებები გქონდეთ შენ, სამაშველოს, ყველა ცხოველთამოყვარულს და ცხოველთადამცველს...გაძლიერდით, გამრავლდით დაიცავით საბრალო, მიუსაფარი არსებები ყველაზე დიდი პირსისხლიანი და შეუბრალებელი ცხოველისგან ,,ადამიანისგან" (რათქმაუნდა ეს ყველას არ ეხება)...
mariko -ს
მგონი თქვენ თემას სცდებით მარიკო და კომენტირების შესაძლებლობას სულ სხვა მიზნისთვის იყენებთ. რაიმე პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ პირადად დაუკავშირდეთ მუნიციპალურს მათ ახალ ნომერზე: 577958555;  ამ სტატიაში ძალიან სასიამოვნო სიახლეზეა საუბარი, რაც მართლაც მისასალმებელია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტი უკეთესობა იყოს და ეს ნამდვილად სასიხარულოა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?