ვის კომპეტენციაში დარჩება მუნიციპალური თავშესაფარი?!
ვის კომპეტენციაში დარჩება მუნიციპალური თავშესაფარი?!
30 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, 25 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც 10 იანვრისათვის განხორციელდება.

სიტუაციათა მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის საკითხი სხდომაზე თბილისის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, სოფიო სოხაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის მერის 24 დეკემბრის განკარგულებით.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით Zooclub-ის ჟურნალისტი ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბატონ ლერი ქვარაიას გაესაუბრა.

- გვაინტრესებს თუ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ 2015 წლის იანვრისათვის და რა სიახლეები იგეგმება?

- ცვლილებები შეეხება
იმას, რომ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური იშლება. საგანგებო მართვის სამსახურში შედიოდა 3 განყოფილება: სახანძრო მართვის
სიტუაციები, სამაშველო და ცხოველთა დაცვა, ეს უწყებები ექვემდებარეობოდა მუნიციპალიტეტს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი სისტემა შეიმუშავა, რის შედეგადაც 10 იანვრისთვის საგანგებო სიტუაციათა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, მაგრამ ცხოველთა მოვლა-პატრონობა და მუნიციპალური თავშესაფარი ისევ მუნიციპალიტეტების კომპეტენციაში რჩება.

თბილისის მუნიციპალიტეტი გაცილებით მეტადაა ორიენტირებული ცხოველთა მოვლა-პატრონობაზე, ვიდრე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ცვლილებების შემდეგ მუნიციპალიტეტმა და ცხოველთა დაცვის სამსახურმა უკვე შეიმუშავა რამოდენიმე პროექტი. გაიზრდება სამაშველო ჯგუფების რაოდენობა, მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოიყოფა მეტი თანხები თავშესაფრებისთვის და უპატრონო ძაღლებისთვის. რისი მიზანიც, უპირველეს ყოვლისა, ცხოველთა მოვლა-პატრონობის თანამედროვე სისტემებზე გადასვლაა. პრობლემასთან გაცილებით დიდი ძალებით ბრძოლაა დაგეგმილი და შედეგიც თანდათანობით ყველასთვის შესამჩნევი გახდება…

როგორც ჩანს, სამინისტროს ეს ცვლილებები სასიკეთოა როგორც ცხოველებისთვის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, რადგან ორივე მიმართულება შესაბამის, კომპეტენტურ უწყებებს გადაეცა.

ჩვენ, ცხოველთა მოყვარულები, ვიმედოვნებთ, რომ მუნიციპალიტეტები მართლაც არ დაიშურებენ ღონეს და ამ ახალ წელს ცხოველები იგრძნობენ ზრუნვას, მოვლასა და თავიანთი უფლებების დაცვას.


ანი ქარჩავა სპეციალურად Zooclub-სთვის
ნანა ბასილაია. ზუგდიდი
იმედი მაქვს ამ მხრივ რეგიონებსაც ეშველება რამე.უფრო სწორად-სასწრაფოდ უნდა ეშველოს რამე.საბრალო და უპატრონო ცხოველების ყურება საშინელებაა.ძალიან ვთხოვ ყველას. ვისაც ხელეწიფება, დროზე მივხედოთ ამ ძალზე მნიშვნელოვან საქმეს.
111
იმედია:დ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?