მგელი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ეზოში სამი დღის მანძილზე ცხოვრობდა (+ვიდეო)
მგელი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ეზოში სამი დღის მანძილზე ცხოვრობდა   (+ვიდეო)
თბილისის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ზურაბ ბეჟანიშვილმა მარტყოფის გზაზე დაშავებული მგელი იპოვა და ქალაქში წამოიყვანა.
მგელი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ეზოში ცხოვრობდა. სამი დღის შემდეგ, მამაკაცმა, რომელიც მგელს პატრონობდა, 112 გამოიძახა.

სამაშველოს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის, პაატა კახნიაშვილის თქმით, მოქალაქე ზურაბ ბეჟანიშვილმა მგელი მარტყოფში, გზაზე დაგდებული იპოვა. თავიდან იგი ძაღლი ეგონა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე, მოქალაქემ მგელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, ხოლო 3 დღის შემდეგ, მისი განცხადების საფუძველზე, ადგილზე მისულმა მაშველებმა მგელი დაიჭირეს და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

"მგელი ამჟამად ჯანმრთელია. გადავიყვანეთ მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც
შესაბამის გამოკვლევებს ჩავუტარებთ და ხვალ ან ზეგ, სავარაუდოდ გარემოს დაცვის თანამშრომლებთან ერთად, იგი ბუნებრივ არეალში
იქნება გაშვებული", - აცხადებს კახნიაშვილი.

იხილეთ ვიდეო


იასევე იხილეთ: "მეტროპოლიტენში ნაპოვნი მელია ბუნებაში დაბრუნდა"

"დედოფლისწყაროში წითელ ნუსხაში შეტანილი ბუხრინწას სახეობის ფრინველის დატყვევების ფაქტი გამოავლინეს"

"თბილისში არწივით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს"


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?