112-ის სამაშველო სამსახურმა ძაღლი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა
112-ის სამაშველო სამსახურმა ძაღლი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა
ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლე მეტად ძვირფასია. თბილისში ცხოველთა სამყარო და ადამიანები მჭიდროდ თანაცხოვრობენ და ძლიერს, ამ შემთხვევაში ადამიანს, მოეთხოვება მასზე სუსტის დაცვა და სიყვარულით მოფრთხილება.

დღეს სწორედ ასეთი ფაქტი მოხდა ჩვენს ქალაქში, რის შესახებაც "ზოოკლუბის" ჟურნალისტს ქალაქ თბილისის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ფხალაძე ესაუბარა.

"მიმდინარე წლის 15 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე თბილისის "იუსტიციის სახლის" თანამშრომლებმა შეგვატყობინეს მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩავარდნილი ძაღლის შესახებ, რომელიც თავის გადარჩენის მცდელობისას საკანალიზაციო მილში
შეცურდა და იქაც წყალი დახვდა.

Zooclub

ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების
მიერ სასწრაფოდ ჩატარდა წყალში ჩავარდნილი ძაღლის გადარჩენის ოპერაცია. ძაღლის საკანალიზაციო მილში მოხვედრამ მისი გამოყვანის პროცესი გაართულა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაარჩინეს დასაღუპად განწირული ძაღლი, რის შემდეგაც ის მოთავსდა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც გაეწია საჭირო ვეტერინარული დახმარება.

Zooclub

ძაღლი არის ძუ. ვიზუალური დათვალიერების შედეგად ტრავმა არ აღენიშნება, ლაბორატორიული კვლევის მიხედვით ძაღლი ჯანმრთელია. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. ახლომ მომავალში ჩაუტარდება სტერილიზაცია, აიცრება ცოფზე და მზად იქნება გასაჩუქებლად. ხოლო თუ გარკვეულ პერიოდში არ გამოჩნდა მისი აყვანის მსურველი ოჯახი, მას გაუშვებენ ბუნებრივ არეალში", - აღნიშნა თემურ ფხალაძემ.

112-ის სამაშველო სამსახურს ბევრი ცხოველი გადაურჩენია, რომლებიც შემდეგ გაჩუქებულან, დაბრუნებულან შემფარებელთან თავისი ძველი საცხოვრებლის ტერიტორიაზე ან სტერილიზებული და ვაქცინირებული გაუშვეს ბუნებრივ არეალში.




(გამოყენებულია თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?