"მდგომარეობა არის ფანტასტიკური. ასეთი მდგომარეობა იმ თავშესაფრებშიც კი არ არის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. არის სისუფთავე, კარგი კვება და კარგად უვლიან ძაღლებს. ამაზე დიდ საქმეს ადამიანი ვერ გააკეთებს. მიგვაჩნია, რომ აქ კეთდება ძალიან დიდი საქმე. ამ საქმეს წესით ხელისუფლება უნდა აკეთებდეს",-აცხადებს
თავშესაფარი სვანიძის ქუჩაზე 2004 წლიდან არსებობს. ამ დროისათვის თავშესაფარში 300-მდე ძაღლი, შვიდი დათვი და ერთი ბელია.
კერძო თავშესაფრის პრობლემები 11 ნოემბერს საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მონაწილე მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც თავშესაფრის მეპატრონე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რამდენიმე მეზობელი თავშესაფრის წინააღმდეგ პირადი გამორჩენის მიზნით ჩივის.
"თავშესაფარს დაუდგა სერიოზული პრობლემა, რადგანაც დაუპირისპირდა საკრებულო. გაუგებარია, რას ერჩის საკრებულო თავშესაფარს. არავისგან ერთი თეთრი არ ამიღია, ქალაქს ვუკეთებ ამ საქმეს. მეზობლებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ არის თურმე სიბინძურე, ანტისანიტარია. ეს არ არის სიმართლე, რა პრობლემა აქვს თავშესაფარს მიმითითონ - მოვიდა ვინმე და ნახა?! შემოვიდნენ და ნახონ. მიზეზი არის სხვა – მეზობლები, რომლებიც ჩივიან, გამორჩენას ელიან. ერთ-ერთ მეზობელს ყოველთვიურად ვაძლევდი თანხას 2004 წლიდან 200 ლარს, შემდეგ მოვუმატე 500 ლარამდე და ახლა 1000 ლარი მომთხოვა. აღარ მივეცი და ამის შემდეგ დამიწყეს ჩივილი. მეორეს კი უნდოდა, რომ მისი ფართი მექირავა და უარი ვუთხარი. ეს გახდა მიზეზი",-აცხადებს ელიზბარაშვილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო