error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/97088e41f5a2732b215d0da50e22d487.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" - სვანიძის ქუჩაზე ძაღლების თავშესაფარში შესაბამისი სტანდარტები დაცულია (+ფოტო)
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" - სვანიძის ქუჩაზე ძაღლების თავშესაფარში შესაბამისი სტანდარტები დაცულია (+ფოტო)
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" ინფორმაციით, სვანიძის ქუჩაზე არსებულ ძაღლების თავშესაფარში შესაბამისი სტანდარტები დაცულია. ორგანიზაციის წარმომადგენლები თავშესაფარში გუშინ მივიდნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. როგორც "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის წევრი, თიკო ნიბლოშვილი აცხადებს, სანიტარული პირობები დამაკმაყოფილებელია და ძაღლებს თავშესაფარში კარგად უვლიან.

"მდგომარეობა არის ფანტასტიკური. ასეთი მდგომარეობა იმ თავშესაფრებშიც კი არ არის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. არის სისუფთავე, კარგი კვება და კარგად უვლიან ძაღლებს. ამაზე დიდ საქმეს ადამიანი ვერ გააკეთებს. მიგვაჩნია, რომ აქ კეთდება ძალიან დიდი საქმე. ამ საქმეს წესით ხელისუფლება უნდა აკეთებდეს",-აცხადებს
ნიბლოშვილი.

თავშესაფარი სვანიძის ქუჩაზე 2004 წლიდან არსებობს. ამ დროისათვის თავშესაფარში 300-მდე ძაღლი, შვიდი დათვი და
ერთი ბელია.

კერძო თავშესაფრის პრობლემები 11 ნოემბერს საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას ძაღლთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მონაწილე მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც თავშესაფრის მეპატრონე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რამდენიმე მეზობელი თავშესაფრის წინააღმდეგ პირადი გამორჩენის მიზნით ჩივის.

"თავშესაფარს დაუდგა სერიოზული პრობლემა, რადგანაც დაუპირისპირდა საკრებულო. გაუგებარია, რას ერჩის საკრებულო თავშესაფარს. არავისგან ერთი თეთრი არ ამიღია, ქალაქს ვუკეთებ ამ საქმეს. მეზობლებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ არის თურმე სიბინძურე, ანტისანიტარია. ეს არ არის სიმართლე, რა პრობლემა აქვს თავშესაფარს მიმითითონ - მოვიდა ვინმე და ნახა?! შემოვიდნენ და ნახონ. მიზეზი არის სხვა – მეზობლები, რომლებიც ჩივიან, გამორჩენას ელიან. ერთ-ერთ მეზობელს ყოველთვიურად ვაძლევდი თანხას 2004 წლიდან 200 ლარს, შემდეგ მოვუმატე 500 ლარამდე და ახლა 1000 ლარი მომთხოვა. აღარ მივეცი და ამის შემდეგ დამიწყეს ჩივილი. მეორეს კი უნდოდა, რომ მისი ფართი მექირავა და უარი ვუთხარი. ეს გახდა მიზეზი",-აცხადებს ელიზბარაშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
გალერეა
ინგა
ბატონო თამაზ,კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით,რა ჯობია აბა,ქუჩაში ნაპოვნი ძაღლების და სხვა ცხოველების მოკვდინება?ამით იქნება საზოგადოება კმაყოფილი,თუ ცხოველების მიმართ სითბოს და მზრუნველობის გამოჩენით?თქვენს მეზობლებს ხმა საერთოდ არა აქვთ ამოსაღები,მადლობა თქვან,უფასოდ შეუძლიათ მათ შვილებს ცხოველების დათვალიერება,ადამიანობას მაინც ისწავლიან მათი მშობლებისგან განსხვავებით.გააგრძელეთ სიკეთის კეთება,აუცილებლად დაგიფასდებათ,მოწინააღმდეგეებს კი ვტხოვ-თავი შეიკავონ ინტრიგებისა და შანტაჟისგან!რამდენ ადამიანს დაკარგვია სახლის ცხოველი და თქვენი მეშვეობით დაუბრუნებია,ამას ხომ დაფასება სჭირდება,ყველაფერს უანგაროდ აკეთებთ თანაც.
salo
ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ეს ბატონი,მაგრამ ერთ-ერთ სიუჟეტში დავინახე იქვე საცხოვრებელი ბინა იყო 4 ან 5 სართულიანი თუ არ ვცდები.ამ ბინის მობინადრეებს ძაღლების ხმამ რომ შეაწუხოს,გაემტყუნებათ? ობიექტურად იმსჯელეთ და მიპასუხეთ....
ნინო
ბატონო ელიზბარ,მიყვარხართ,ღმერთი ათმაგად გადაგიხდით მაგ სიკეთეს
niki
ბატონო თამაზ თქვენ ნამდვილად შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით და იმედი მაქვს სამართალი გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმ მეზობლებს, თავიდანვე არ უნდა მიგეცათ ფული, ან რისთვის მიეცით, ახლა თავში აუვარდათ მაგ უნამუსოებს.
iamzegiorgadze
გაიხარე ბატონო ელიზბარ, იქნებ ქუტაისსჰი გამოცჰნდეს ტქვენნაირი კეტილსჰობილი ვინმე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?