სინამდვილე ზოოპარკის ცხოველების ცხოვრების შესახებ - ფოტოპროექტი "ტყვე" (+ფოტო)
სინამდვილე ზოოპარკის ცხოველების ცხოვრების შესახებ - ფოტოპროექტი "ტყვე" (+ფოტო)
ზოოპარკში მივდივართ ფოტოაპარატით, რათა აღვბეჭდოთ იმ საოცარი ცხოველების სილამაზე, რომლებსაც ვაკვირდებოდით. ჩვენ ვცდილობთ გადავიღოთ კადრები, სადაც არ ჩანს გალია. ვცდილობთ კადრიდან და ობიექტივიდან ამოვიღოთ ყველა არასასურველი ელემენტი: ღობე, ტიხრები, გისოსები…

ყველაფერი კი იმიტომ, რომ გვინდა ფოტოები რაც შეიძლება ბუნებრივად გამოიყურებოდნენ, თითქოს ცხოველები თავიანთ ნატურალურ ყოფით გარემოში იმყოფებიან.

ცხოველების ზოოპარკში ცხოვრების სინამდვილე ფოტოგრაფმა გასტონ ლაკომბმამ დაგვანახა თავისი ფოტოების სერიაში, სახელად "ტყვე".

გასტონ ლაკომბმამ 5 კონტინენტზე 9 ზოოპარკი მოინახულა იმისათვის, რომ დაენახვებინა თავისუფლებაშეზღუდული ცხოველების ყოფა.

მის ფოტოებში ბევრი ცხოველია აღბეჭდილი, მაგალითად მელია,
რომელიც დგას შუშის ტიხართან და ჰგონია, რომ აი, ახლა გადაევლება მას და გაიქცევა თავისი "ციხიდან"...
ასევე, არის მაიმუნი  შუშის იქით, თითქოს ითხოვს მის იქიდან წაყვანას...

რეალური გარემო, სადაც ცხოველები  ცხოვრობენ ზოგ ზოოპარკში უბრალოდ საშინელია.

ადამიანს, რომელიც ამ ფოტოებს ნახავს, აუცილებლად შეეცოდება ცხოველები. რაც არ უნდა შესანიშნავი პირობები  შეუქმნან მათ ზოოპარკებში, ველური  ცხოველები თავიანთი ბუნებით, მაინც მიილტვიან თავისუფლად ცხოვრებისკენ თავიანთ ბუნებრივ გარემოში. 

ლაკომბოს ფოტოების ეს სერია სულისშემძვრელია, განსაკუთრებით მაშინ,  როდესაც ხედავთ ძლიერ მტაცებლებს პატარა გალიებში…

ფოტოგრაფმა არ გაამხილა, ზუსტად რომელ ზოოპარკებში იღებდა ფოტოებს.
ავტორის თქმით, " საუკეთესო ზოოპარკებშიც კი შეიძლება ჯერ კიდევ იპოვოთ ცხოველები, რომლებიც საშინელ პირობებში არიან".

ფოტოგრაფს ესმის, რომ მისი ფოტოები არ შეცვლიან მსოფლიოს და არც ტყვეობაში მყოფი ცხოველების სიცოცხლეს, თუმცა, ის იმედოვნებს, რომ ეს სევდიანი ფოტოები ხელს შეუწყობს იმას, რომ ყურადღება მიაქციონ მოცემულ პრობლემას.

"ეს არ ნიშნავს, რომ მე მძულს ზოოპარკები. პირიქით, მე ისინი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვთვლი, რომ ზოგი მათგანი გაუმჯობესებას საჭიროებს",- ამბობს სერია "ტყვეს" ავტორი, ფოტოგრაფი გასტონ ლაკომბა.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
tatiana
ციხეებში რა დგეში ყავდატ პატიმრები საკარტველოში ვგულისხმობ, და ზოოპარკში როგორ მოეკცევიან? საცოდაობაა რომ ვუკურებ, ხომ არსებობს ცხოველტა დაცვის რაგაც ორგანიზაციები და არ უყურებენ რა დგეშია ტბილისის ზოოპარკის ცხოველები?
*
საცოდავი ცხოველები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?