1971 წელს ეს ოჯახი ნამდვილ ლომთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა (+ფოტო & ვიდეო)
1971 წელს ეს ოჯახი ნამდვილ ლომთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა (+ფოტო & ვიდეო)
პირადი ფოტოების სერია ლომ ნილთან ერთად, საშინელ ისტორიას ინახავს, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ახლოს ვართ ცხოველებთან, ჩვენ ბოლომდე ვერასოდეს ჩავწვდებით ცხოველის მტაცებლურ არსს.

აფრიკაში მოგზაურობის შემდეგ, მსახიობმა ტიპპი ჰედნერმა, მისმა მეუღლემ ნოელ მარშალმა და მათმა შვილმა, მსახიობმა მელანი გრიფიტმა ლომებზე ფილმის გადაღება გადაწყვიტეს.

მომთვინიერებელი რონ ოკსლის რჩევით, რომელმაც თქვა: "თუ თქვენ გინდათ გაიცნოთ ლომები, თქვენ უნდა იცხოვროთ მათთან", მათ ლომი ნილი სახლში წაიყვანეს. ოჯახის ცხოვრება აფრიკელ მტაცებელთან ერთად, ჟურნალ LIFE-ის ფოტოგრაფმა, მაიკლ რუჟიემ ფოტოებზე აღბეჭდა.

ცხოვრება
ლომ ნილთან ერთად საკმაოდ კარგად მიდიოდა, თუმცა დაგეგმილი ფილმ "რიკის" გადაღებისას,  დედა ლომმა მელანიზე იერიში მიიტანა
 და მასზე ექიმებს 50 ნაკერის დადება მოუწიათ, ხოლო ოპერატორისთვის სკალპის უკან მიკერება გახდა საჭირო. 150 მტაცებელი კატის გადაღებისას, 70-მა ადამიანმა ტრამვა მიიღო.

ფილმმა, რომელიც 17.5 მილიონი დოლარი დაჯდა, ჩვენებისას მხოლოდ 2 მილიონი გამოიმუშავა.

ამიტომ, არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ველური ცხოველები სახლის ფუმფულა კატები კი არა, მტაცებლები არიან.

ნილი ერთადერთი ცხოველი არ იყო, რომელიც ტიპის სახლში ცხოვრობდა. მას სხვა ვეფხვები და ლომებიც მიჰყავდა შინ. შემდეგ კი, ტყვეობაში გაზრდილი კატისებრთა ოჯახის სხვა მსხვილი წარმომადგენლებისთვის დიდი ნაკრძლი გააშენა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო


გალერეა
d
არაფერი გასაკვირი არ არის.უბრალოდ როგორც ადამიანები ისინიც ხანდახან ბრაზდებიან და ამას გამოხატავენ ისე როგორც შეუძლიათ ანუ იკბინებიან, უფრო სწორად იჭმევინებიან:)
102010
ზოგი ასე უბერავს:))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?