დათვის ბელები შველას ითხოვდნენ (+ვიდეო)
 დათვის ბელები შველას ითხოვდნენ (+ვიდეო)
წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ტყის მახლობლად. ღამე გამოდიხართ გარეთ და გესმით შემზარავი ხმა. თქვენ ხვდებით, რომ ვიღაცას, ან რაღაცას თქვენი დახმარება აუცილებლად სჭირდება, თუმცა ვის ეს ჯერ არ იცით. როგორ მოიქცეოდით ამ შემთხვევაში? სრულ სიბნელეში გაემართებოდით ტყის სიღმეში დასახმარებლად, თუ შეხვიდოდით სახლში და მშვიდად დაიძინებდით?

ვისკონსის შტატში, ტყის მახლობლად მცხოვრები ქალი ამავე სიტუაციაში აღმოჩნდა.

საღამოს, როდესაც ბნელოდა ქალს შემოესმა განწირული ხმა ტყიდან. ის შევიდა ტყის სიღრმეში და გარკვეული დროის შემდეგ იპოვა დათვის ბელი, რომელიც ხის ფუღუროში გაჭედილიყო. რადგან ქალი ვერაფერს უშველიდა, ის
გამთენიისას დაბრუნდა ადგილზე და როდესაც იგივე მდგომარეობა ნახა,  სამაშველო ჯგუფი გამოიძახა.
მაშველები ადგილზე მივიდნენ და
 ფუღუროში 2 დათვის ბელი აღმოაჩინეს, მაგრამ ხვრელი იმდენად პატარა იყო, რომ ისინი გამოსვლას ვერ შეძლებნენ.

Zooclub

ადამიანები რამდენიმე საათი ცდილობდნენ დათვის ბელების გათავისუფლებას, თუმცა ეს ძალიან რთული აღმოჩნდა.

საბოლოოდ, პატარა ცხოველები ადამიანებმა გასაჭირში არ დატოვეს და დიდი შრომის შედეგად, ეს არსებები სამშვიდობოს გამოიყვანეს.

Zooclub

ვეტერინარმა, რომელიც პროცესს თვალს ადევნებდა, განთავისუფლებული დათვის ბელები შეამოწმა. ისინი სრულიად ჯანმრთელები აღმოჩნდნენ, ამიტომ სამაშველო ჯგუფმა  ცხოველები ტყეში დატოვა, იმ იმედით, რომ ეს პატარები დედა დათვს თვითონ მოძებნიდნენ.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ეს გოჭი განსაკუთრებულია და მისი ისტორია გულის სიღრმემდე შეგძრავთ

თავიდან ყველას ეგონა, რომ ის საშინელი "ურჩხული" იყო


ვეტექიმები კლინიკაში მსგავს პაციენტს ნამდვილად არ ელოდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?