მაროკო - მფრინავი თხები ხეებზე (+ფოტო)
მაროკო - მფრინავი თხები ხეებზე (+ფოტო)
მაროკოში არის რამოდენიმე უნიკალური რამ, რის გამოც ღირს ამ ქვეყნის ერთხელ მაინც ნახვა. ერთ-ერთი მათგანია - მფრინავი თხები .

რა თქმა უნდა თხები არ დაფრინავენ - ისინი მხოლოდ ადიან ხეებზე და იქ იკვებებიან. საერთოდ, ეს სრულიად ჩვეულებრივი სტანდარტული თხები არიან. მაგრამ მაროკოს მიწა საკმაოდ უდაბურია და მათთვის წვნიანი ბალახი არ არის სამყოფი, ამიტომ ისინი საკვების მოსაპოვებლად არგანის ხეებზე ადიან.

არგანის ხე უნიკალურა და მაროკოს მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში იზრდება. ნაყოფის წიბწებისგან ძალიან ძვირფას და ძვირადღირებულ ზეთს ამზადებენ, რომელიც კოსმეტიკაში და კულინარიაში
გამოიყენება.

ამ ზეთის წარმოება მხოლოდ ხელით ხდება.

თანამედროვე ტექნიკის ყველა მიღწევის მიუხედავად, ამ ხეების ხელოვნური
გამრავლება დღემდე შეუძლებელია და ისინი მხოლოდ ბუნებრივად მრავლდებიან და იქ, სადაც, ასე ვთქვათ, მათ მოესურვებათ. ისინი ბევრჯერ გაიტანეს საზღვარგარეთ და რეგიონებში, მაგრამ უშედეგოდ - ხეები არასოდეს იძლევიან ნაყოფს. სწორედ ამის გამო ისინი ცოტაა და ძალიან ძვირად ფასობენ.

ადგილობრივი მაროკოელი თხების კვების ძირითან რაციონს არგანის წვნიანი ფოთლები წარმოადგენენ, რომლებიც დიდი რაოდენობის მიკროელემენტებს და ტენიანობას.

შინაური ცხოველები სულ მცირედ განსხვავდებიან გარეული თხებისგან, ხოლო მთის თხა ადვილად დადის ბილიკებზე, რომლებიც წარმატებული ალპინისტებისთვისაც კი მიუვალია. შორიდან ყოველთვის არ არის შესამჩნევი, რომ თხები ხეებზე არიან. მაგრამ თუ მივუახლოვდებით, მაშინ სურათი გამაოგნებელია.

თხის ჩლიქი ისეა მოწყობილი, რომ თხას სულ ადვილად შეუძლია სიარული ციცაბო გლუვ ფერდობზე და ასვლა ტოტებიან ხეზე მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ძალიან ეფექტურია.

არავინ არ დენის თხებს სპეციალურად ხეებზე. ისინი ირჩევენ მათ დამოუკიდებლად გზად ფარასთან მოძრაობისას, ჩერდებიან სადაც მოესურვებათ და დიდ სიმაღლეზე წვრილ ტოტებზე სრულიად ქაოტურად ადიან. არგანის ხის ქერქი ძალიან მკვრივია, რის გამოც მათ მიიღეს ხალხური სახელი - რკინის ხეები.

თხები საკმაოდ მშიშრები არიან და დიდად არ უყვართ ადამიანები. მათი მიახლოებისას და ფოტოაპარატის დანახვაზე ისინი ან ზურგს აქცევენ ადამიანს, ან უბრალოდ ჩამოდიან ხეებიდან და ჯგუფურად იხევენ უკან, უსაფრთხო მანძილზე.

ასე რომ თუ თქვენ ერთხელ შეხვდებით მათ - არ შეგაშინოთ თქვენს შორის არსებული დისტანციის ზედმეტად შემცირებამ. თქენი ერთი შეხებით ცხოველმა შეიძლება უცებ დაიხიოს უკან და გაგშორდეთ.

არავის შეუძლია იმის გარანტიის მოცემა, რომ მფრინავი თხების საძებნელად თქვენი მოგზაურობა წარმატებული გამოვა და თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ხეებს შესეული თხების ფარას ნახვა.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?