ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ალბანეთის ჩრდილოეთით პატარა ქალაქ პატოკში დაიჭირეს მგელი და დაამწყვდიეს გალიაში. გარეული ცხოველი მშიერი რომ  არ ყოფილიყო, ხალხმა გადაწყვიტა საკვებად ხნიერი ვირი მიეყვანათ, რომელიც ძალიან დიდ ხანს ემსახურებოდა თავის პატრონს, თუმცა როდესაც დაბერდა და აღარ შეეძლო ტვირთის ზიდვა, პატრონისთვის ის "უვარგის ნივთად" იქცა.

როდესაც  ცხოველი შეიყვანეს მგლის გალიაში, ვირმა მხეცს თვალებში შეხედა, მგელიც თვალს არ აშორებდა მას. ვერავის შეუძლია თქვას რა უხილავი კავშირი მოხდა მათ შორის, თუმცა ფაქტია, რომ გარეულმა ცხოველმა ვირი დაინდო და არ შეჭამა.

Zooclub

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც გალიაში
შეიხედეს, ვირი და მგელი, ერთმანეთის სიახლოვეს მშვიდად იდგნენ.
ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი
რამ არის. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა ამ სრულიად განსვავებულ ცხოველებს შორის.

ფაქტია, რომ მშიერმა მგელმა დაინდო ვირი, მაგრამ ადამიანმა რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა ეს საცოდავი ცხოველი, გარეულ ცხოველს "მიართვა" სადილად.

დედამიწაზე არცერთ ცხოველს არ შეუძლია ისეთი სისასტიკის და დაუნდობლობის ჩადენა, რასაც ადამიანების უმრავლესობა სჩადის. 

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები

ბრმა და ყრუ ტაქსამ პატრონები გადაარჩინა

karlsoni
ამას რა შეჭამდა
ჴაატა II
ჯერ!
eka
ტყუილად კი არ მიყვარს ცხოველები...
გიო
გეთანხმები 100%_ით
zura
დედამიწაზე ერთადერთი არსება რომელსაც ბოროტების ჩადენა შეუძლია ადამიანია, დანარჩენი არსებები უბრალოდ უინტელექტო ცხოველებია...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?