ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...
ალბანეთის ჩრდილოეთით პატარა ქალაქ პატოკში დაიჭირეს მგელი და დაამწყვდიეს გალიაში. გარეული ცხოველი მშიერი რომ  არ ყოფილიყო, ხალხმა გადაწყვიტა საკვებად ხნიერი ვირი მიეყვანათ, რომელიც ძალიან დიდ ხანს ემსახურებოდა თავის პატრონს, თუმცა როდესაც დაბერდა და აღარ შეეძლო ტვირთის ზიდვა, პატრონისთვის ის "უვარგის ნივთად" იქცა.

როდესაც  ცხოველი შეიყვანეს მგლის გალიაში, ვირმა მხეცს თვალებში შეხედა, მგელიც თვალს არ აშორებდა მას. ვერავის შეუძლია თქვას რა უხილავი კავშირი მოხდა მათ შორის, თუმცა ფაქტია, რომ გარეულმა ცხოველმა ვირი დაინდო და არ შეჭამა.

Zooclub

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც გალიაში
შეიხედეს, ვირი და მგელი, ერთმანეთის სიახლოვეს მშვიდად იდგნენ.
ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი
რამ არის. ვერასოდეს გავიგებთ რა მოხდა ამ სრულიად განსვავებულ ცხოველებს შორის.

ფაქტია, რომ მშიერმა მგელმა დაინდო ვირი, მაგრამ ადამიანმა რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებოდა ეს საცოდავი ცხოველი, გარეულ ცხოველს "მიართვა" სადილად.

დედამიწაზე არცერთ ცხოველს არ შეუძლია ისეთი სისასტიკის და დაუნდობლობის ჩადენა, რასაც ადამიანების უმრავლესობა სჩადის. 

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები

ბრმა და ყრუ ტაქსამ პატრონები გადაარჩინა

davidbe
:Dალბანეთი აზია კია არა,სამხრეთ ამერიკაააა:D:D:D.მე ევროპაში ვიცოდი დააა.... ტაში კუკულიიიიი,ეს ვირი და მგელი მართლა ბევრ ადამიანს ჯობია
daviti
მანანა ალბანეთი აზიაში რომელი გეოგრსფიული გათვლებით მოხვდა?
manana
საერთოდ აზია მკაცრი და ულმობელია, გასაკვირი არა, მაგრამ გულსატკენი ნამდვილად არის ადამიანების ასეტი გულქვაობა. კალორიას პენსია ნამდვილად არ უნდა დაენიშნა, მაგრამ შეეძლო გაეშვა თავისუფლად
დოკ
მგლის მორალში დანდობის კოდექსის ადგილი არაა!!! აქ ქცევის ირაციონალურ შემთხვევასტან გვაქვს საქმე,რასაც შეიძლება სულაც პრიმიტიული ახსნა ჰქონდეს–––ჩვენ კი,უბრალოდ გვიყვარს ბელეტრისტიკა ;)
ამ მგელს პატრონი არ ჰყავს?
ნახეთ, რა წვირეში ჰყავთ ეს უბედურები!.. მგელს თითქოს ერიდება კიდეც, ამ ყოფაში როა და ჩოკინას ამოფარებული იყურება მორცხვად...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?