რატომ მიყავთ მშობლებს პატარა ბიჭი ყოველ წელს ალპებში?
რატომ მიყავთ მშობლებს პატარა ბიჭი ყოველ წელს ალპებში?
უფროსებისგან განხვავებით, ბავშვები მეტად ინტერესდებიან სხვადასხვა სიახლიებით ცხოვრებაში. ამასთანავე მათ სურვილი აქვთ ცხოველებთან ურთიერთობის და მათთან მეგობრობის. იშვიათია ბავშვი, რომელიც მშობელს არ სთხოვდეს ძაღლის, ან კატის მოყვანას სახლში.

იმ დროს როდესაც ზრდასრული ადამიანების უმეტესობა ცხოველის მიმართ სიბრალულს გამოხატავს, ან შორიდან ეფერება, ბაშვები მოქმედებით გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს მათდამი.

პატარა ბიჭს მათეო ვოლქსაც ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს, თუმცა მისი "მეგობრები" არც ძაღლები და არც კატები არ არიან. გაგიკვირდებათ და ის ალპურ ზაზუნებთან (მარმოტა) მეგობრობს.

Zooclub

ალპური ზაზუნა ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ
ევროპის მაღალმთიან რაიონებში. სხვა მღრღნელებთან შედარებით ის დიდი ზომის არის.
მარმოტებს ძალიან ეშინიათ ადამიანების და
ყოველთვის, როცა მათ სიახლოვეს ადამიანი გამოჩნდება იმალებიან. იშვიათია, რომ ის ადამიანთან ახლოს მივიდეს.


Zooclub


ამისდა მიუხედავად ალპური ზაზუნების ოჯახი დაუმეგობრდა მათეოს და ისინი უკვე 4 წელია რაც ბიჭის დანახვაზე სიხარულით გარბიან მისკენ.

Zooclub

მათეოს მშობლებს ბავშვი ყოველ წელს ორი კვირით მიყავთ ავსტრიის ალპებში, იმისთვის, რომ მან თავისი მეგობარი მღრღნელები მოინახულოს.

Zooclub

როდესაც მათეო მარმოტების ტერიტორიას უახლოვდება, მღრღნელები მაშინვე გამორბიან ბიჭთან და გარშემო ეხვევიან. ძალიან უხარიათ მისი გამოჩენა და მათეოსადმი სითბოს გამოხატავენ.

Zooclub

"ჩემს შვილს ძალიან უყვარს ეს ცხოველები და მათაც არ ეშინიათ მათეოსი. ჩვენ ალპებში ყოველ წელს მოგვყავს მათეო, რათა თავისი "მეგობრები" ნახოს. მათი შეხვედრა საოცარია და ისინიც დიდ სითბოს გამოხატავენ მათეოს მიმართ."- ამბობს მათეოს დედა.

Zooclub

არაერთი შემთხვევა ყოფილა, გარეული ცხოველისა და ადამიანის მეგობრობის, თუმცა რთულია მოიპოვო, იმ ცხოველის ნდობა, რომელიც ადამიანს უფრთხის.

ასევე იხილეთ:

მაიმუნი მარლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა

ლომის, სახელად კრისტიანის საოცარი ამბავი

ირმები ბიჭს მთელი ღამე ათბობდნენ, რათა არ გაყინულიყო
***
რა საოცრებაა.საინტერესოა რას გრძნობენ ზაზუნები ამ ბავშვის დანახვაზე,რა ძალა ამოძრავებს მათ როცა ასე ეხვევიან გარშემო.ნუთუ ეს სიყვარულია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?