"დღემდე გაურკვეველია, როგორ მოხვდნენ შვლები შუა ზღვაში"
"დღემდე გაურკვეველია, როგორ მოხვდნენ შვლები შუა ზღვაში"
ტომ სეიტერს საკუთარი ტურისტული გემი აქვს. მას ალასკაზე დამთვალიერებლები გაყავს შუა ზღვაში , რათა აჩვენოს მათ დელფინების გუნდი, ვეშაპები და სხვა ზღვის ეგზოტიკური ბინადრები. ერთ დღეს, როდესაც ის მორიგ ტურს ასრულებდა , შორი მანძილიდან შენიშნა რაღაც ისეთი, რაც აქამდე ზღვაში არასოდეს უნახავს. რამდენიმე მეტრით მიახლოების შემდეგ, ტომმა აღმოაჩინა, რომ ცივ წყალში ოთხი შველი მოცურავდა მისი გემის მიმართულებით.

ტურისტული გემი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო ნაპირიდან, როდესაც ტომმა ცხოველები შენიშნა. მამაკაცს ძალიან გაუჭირდა შვლების ნავზე ამოყვანა, თუმცა მან ოთხივე მათგანი გადაარჩინა. 

Zooclub

"ირმები
იმდენად დაღლილები იყვნენ წყალში ცურვით, როდესაც ნავზე ამოვიდნენ, მათ დგომის თავიც კი არ ჰქონდათ."- ამბობს
ტომი სეიტერი.

Zooclub

როდესაც გემი ნაპირს მიუხლოვდა, მხოლოდ ერთი შველი ადგა ფეხზე და გემიდან ჩასასვლელად მოემზადა.

Zooclub

დარჩენილ სამ ტყის ბინადარს დახმარება დასჭირდა, რადგან მათ სიარული ძალიან უჭირდათ, თუმცა გემიდან გადმოსვლის შემდეგ რამდენიმე საათში ძალები მოიკრიბეს.

Zooclub

ოჯახური პორტრეტი ტურის დასასრულს.

Zooclub

დღემდე გაურკვეველია, თუ როგორ მოხვდა ეს ოთხი შველი შუა ზღვაში.
nana
რა კარგია, რომ გადაარჩინა
gio19
საგოლ ტომას ჯიგარი ხარ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?