ამერიკელ ქალბატონს სათამაშო ვეფხვის შეეშინდა და პოლიცია გამოიძახა
ამერიკელ ქალბატონს სათამაშო ვეფხვის შეეშინდა და პოლიცია გამოიძახა
WDSU New Orleans-ის ცნობით, ამერიკის მცხოვრებმა პოლიციას გამოუძახა, მას შემდეგ, რაც სათამაშო ვეფხვი დაღუპული ცხოველი ეგონა . ქალბატონმა პოლიციას უამბო, რომ ქალაქ ბრაიანტის მახლობლად, ქუჩის პირას, თავისი მანქანიდან მკვდარი ცხოველის სხეული დაინახა. მან მანქანა გააჩერა,ცხოველს ფოტო გადაუღო, მაგრამ ახლოს მისვლა ვერ გაბედა.

შემთხვევის ადგილას მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველი სათამაშო იყო. მათ სათამაშო მანქანაშ ჩადეს და ნაწილში წაიღეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი ვეფხვთან დაკავშირებით - ჯერ არ არის დაზუსტებული.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?