ცხოველები პროთეზით
ცხოველები პროთეზით
სამწუხაროდ, ხანდახან ცხოველებიც კარგავენ სხეულის მნიშვნელოვან ნაწილებს . ზოგჯერ ამას ლეტალური შედეგი მოჰყვება, იმიტომ, რომ ცხოველს სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია ერღვევა, მაგალითად აღარ შეუძლია ჭამა, ან დალევა. საბედნიეროდ, ზოგ ცხოველს უმართლებს – ისინი ცხოვრების გზაზე გამგებ და კეთილ ადამიანებს ხვდებიან, რომლებიც მზად არიან დახმარებისთვის (და სრულიად უანგაროდ). ასეთ დროს ცხოველები სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრების კიდევ ერთ შანსს იღებენ.

მოდით გავეცნოთ იმ ცხოველების ისტორიებს, რომლების სიკვდილის ზღვარზე იყვნენ და რომლებსაც ადამიანებმა კიდევ ერთი შანსი მისცეს.



Zooclub

იგი 3 წლის წინ ალასკაზე, ნაგავსაყრელზე იპოვეს,
სადაც შიმშილით ნელ-ნელა სულს ღაფავდა, რადგან ნისკარტში ტყვია ჰქონდა გაჭედილი. 7 წლის თეთრთავა არწივმა სახელად
ლამაზმანმა საჩუქარი მიიღო, რამაც მას სიცოცხლე შეუმსუბუქა. ინჟინერმა ნეიტ კალვინმა 200 საათი გაატარა ნისკარტის ზედა ნაწილის სპეციალური პროთეზის სრულყოფაში, რომელიც ფრინველმა დაკარგა და რის გამოც მას არ შეეძლო ნორმალურად კვება, წყლის დალევა და ბუმბულის გასუფთავება. პროექტს ვეტერინარი, დანტისტი და სხვა ექსპერტებიც შეუერთდნენ.



Zooclub

გაიცანით მოტოლო – 48 წლის დედალი სპილო, რომელმაც 10 წლის წინ  ტაისკო-მიანმანსის საზღვარზე ნაღმზე აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა. 3 წლის განმავლობაში სპეციალური ტრენაჟორის მოხმარების შემდეგ, მან როგორც იქნა მიიღო მუდმივი პროტეზი ჩრდილო ტაილანდში მდებარე სპილოების ვეტკლინიკაში. სანამ მოტოლო თავის ახალ პროთეზს ეჩვევა, მასზე მზრუნველი მეთვალყურეები ელოდებიან, თუ როდის იქნება ის მზად მოშეისთან დასამეგობრებლად, რომელმაც 2 წლის წინ ასევე ნაღმზე დაბიჯების შედეგად დაკარგა ფეხი.



Zooclub

ოკინავა ჩურაუმის (იაპონია) ბინადარმა 28 წლის ფუჯიმ რეზინის კუდი მიიღო საჩუქრად, რომელიც საბურავების სახელგანთქმული ფირმის Bridgestone წარმომადგენელმა დაუმზადა. დელფინისთვის საჭირო გახდა კუდის ამპუტაცია, იმისათვის, რომ ინფექცია შეეჩერებინათ.
დელფინის მოძრაობის სამგანზომილებიანი ანალიზის შემდეგ Bridgestone-ის ინჟინრებმა პროთეზის რამდენიმე პროტოტიპი იმავე ტექნოლოგიით შექმნეს, რითაც საბურავები მზადდება. მესამე ვერსია ყველაზე უკეთესი გამოდგა. ის ორ მყარ რეზინის, სილიკონისა და Everlight Moran-ის მიერ დაპატენტებულ ტექნოლოგიას წარმოადგენდა. ამან ფუჯის ცურვის უნარი და წყლიდან ბოლომდე ამოხტომის შესაძლებლობაც კი დაუბრუნა.



Zooclub

8 წლის წინ ადამიანის პროთეზის სახელგანთქმული მწარმოებელი კოლის, სახელად მოლის დაეხმარა. ძაღლმა ხორბლის გადამამუშავებელი კომბაინით დაზიანებული ფეხის ტერფი დაკარგა. დენიელ ხოლცერმა პროთეზი 2 სმ. სისქის ხისგან გააკეთა, მოგვიანებით მას რეზინიც დაუმატა, რათა ხახუნი შეემცირებინა და ასევე ლატექსიც, რომ სრიალი აეცილებინა თავიდან. თუმცა მოგვიანებით მაინც გახდა საჭირო პირველადი პროთეზის შეცვლა, რადგან სახლში მცხოვრებმა სხვა ძაღლებმა მოლის პროთეზი სათამაშოდ აღიქვეს და სცადეს ის კბილით მოესინჯათ.



Zooclub

საბრალო პიერი. 26 წლის აფრიკული პინგვინი კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის ბინადარია. მან ბუმბულის ძირითადი საფარი დაკარგა, რის გამოც აღარ შეეძლო ცურვა.
"ის იყინებოდა, კანკალებდა", – ამბობს აკადემიის მთავარი ბიოლოგი პემ სამმერი. მან დახმარების თხოვნით კომპანია Oceanic Worldwide-ს მიმართა. პიერს ახალი დამცველი კოსტიუმი გამოუჩნდა. უფროსმა პინგვინებმა მას ზურგი არ შეაქციეს, რისიც აკადემიის თანამშრომლებს ყველაზე მეტად ეშინოდათ. მეტიც, ახლა, როდესაც პიერი როგორც იქნა გათბა, მისმა ბუმბულმა ნელ-ნელა ამოსვლა დაიწყო.



Zooclub

როგორც მეცნიერები ეჭვობენ, ზვიგენის იერიშის შემდეგ 5 წლის ზღვის კუ ელისონი ერთადერთი ფარფლის ამარა დარჩა. მას ბედით მხოლოდ წრეზე ცურვა ერგო. მაგრამ ახლა მას უკვე საკუთარი ზურგის ფარფლი აქვს, რომელიც ნებისმიერი მიმართულებით ცურვის საშუალებას აძლევს.



Zooclub

კუ იღბლიანამ წინა თათები ეზოში ენოტის თავდასხმის დროს დაკარგა. მისთვის კიდურების პროთეზის დამზადებას არა მეცნიერების გუნდი, არამედ მხოლოდ ერთი კრეატიული ვეტერინარი დასჭირდა. როცა მისმა პატრონმა სელი პაინმა ნახა, თუ რა დიდი სიცოცხლის სიყვარული ჰქონდა ამ პატარა ცხოველს, უარი თქვა მის დაძინებაზე. საბედნიეროდ, ექიმ რობერტ ჯერებს კუსთვის პროთეზის კეთების გამოცდილება ჰქონდა. მან იღბლიანასთვის სპეციალური "სრიალა" პროთეზები დაამზადა, რის დახმარებითაც კუმ სახლში ადვილად გადაადგილება შეძლო.



Zooclub

ეს ბუნია – თხა ვაშინგტონის შტატიდან. ჩვეულებრივი თოკისგან გაკეთებული ხაფანგი მას მარჯვენა ფეხზე მჭიდროდ შემოეხვა, ბუნიმ დაკარგა ეს ფეხი, რადგან დაერღვა სისხლის ცირკულაცია და ამპუტირება გაუკეთდა. მაგრამ ბუნის პატრონმა მარა პეტერსონმა თავისი ბინადარი კოჭლობისთვის არ გაწირა. მან იპოვა ფირმა, რომელიც დენვერში პროთეზებს ამზადებდა. და აი, ბუნიმ მიიღო ხარისხიანი პროთეზი, რომელიც ეხმარება მას თავი სრულფასოვან ცხოველად იგრძნოს.



Zooclub

გაიცანით, ეს მაქსია. იგი 14 წლისაა. მას ხერხემლის პრობლემა აქვს და ქირურმა განაცხადა, რომ იგი მკურნალობას არ ექვემდებარება. სამაგიეროდ, ამ ურიკის გამოყენებით მას გადაადგილება შეუძლია. მის პატრონს იმედი აქვს, რომ ურიკის დახმარებით, მაქსი კიდევ 5 წელიწადს იცოცხლებს.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?