მეხანძრეებმა კოალა გადაარჩინეს (+ვიდეო)
მეხანძრეებმა კოალა გადაარჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიის ქალაქ მელბურნის გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს მანქანის დაჯახების მსხვერპლი კოალას გადარჩენა. დაჭრილმა ცხოველმა ხეზე ასვლა შეძლო, თუმცა ძალაგამოცლილი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა. საბედნიეროდ მოსულმა მეხანძრეებმა შეძლეს ცხოველის გადარჩენა.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ვარდება სიმაღლიდან დიდი ცხოველი პირდაპირ მატერიაზე, რომელიც მაშველებმა გაუფინეს.

მეხანძრეების თქმით, მათ ძლივს მიუსწრეს კოალას. გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები შეშფოთებულმა გამვლელებმა გამოიძახეს, რომლებიც თავად ავარიის მომსწრენი გახდნენ.

შედეგად, კოალა გონს მოვიდა მას მერე, რაც მაშველმა მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა იგი თავს
კარგად გრძნობს. მეხანძრეთა ბრიგადის უფროსის სიტყვებით, მათი ერთ-ერთი თანამშრომელი უკვე არაერთხელ უბრუნებს ცხოველს სიცოცხლეს ჩვენი
პატარა ძმებისთვის გადარჩენის ასეთი არატრადიციული მეთოდით.

ავსტრალიის ხელისუფლება შეშფოთებულია კოალების რიცხვის შემცირებით, რომლებიც ხშირად ხვდებიან ავარიაში ან ძაღლების თავდასხმის შედეგად იღუპებიან. ახლა ქვეყანაში ამ სახეობის 43 ათასი ცხოველია დარჩენილი.

იხილეთ ვიდეო



ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?