ძაღლმა კნუტი გადაარჩინა, ახლა მათ უკვე ერთი ოჯახი აქვთ! (+ფოტო)
ძაღლმა კნუტი გადაარჩინა, ახლა მათ უკვე ერთი ოჯახი აქვთ! (+ფოტო)
გოლდი, ში-ცუს ჯიშის უსახლკარო ძაღლი ქალაქ ანდერსონის (სამხრეთ კალიფორნია, აშშ) გარეუბანში, ხევში იპოვეს. თავდაპირველად მაშველებმა იფიქრეს, რომ ის ბუჩქებში იყო გაბმული და გადარჩენის სათხოვნელად ხმამაღლა იყეფებოდა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის თანამშრომელი მიშელ სმიტი ძაღლის გასათავისუფლებლად ხევში ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ ძაღლს დახმარება არ სჭირდებოდა. ყველას გასაკვირად მიშელმა ნახა, თუ როგორ იცავდა და აჭმევდა ძაღლი კნუტს.

მათი გადარჩენის შემდეგაც გოლდი არ შორდებოდა კნუტს. განუყოფელი ოჯახი ცხოველთა თვშესაფარში გაემგზავრა, რა თქმა უნდა, ერთად.

გოლდი მერეც უვლიდა კნუტს, თითქოს ეს მისი საკუთარი ლეკვი ყოფილიყო.

"მეგონა,
რომ იქ, ხევში ძაღლი უბრალოდ განაგრძობდა გზას, მაგრამ მან არაფრით მიატოვა კნუტი მარტო". – თქვა
მიშელმა.

რამდენიმე ხნით თავშესაფარში ყოფნის შემდეგ ახალგამომცხვარმა ოჯახმა საკუთარი სახლი იპოვა – და იქ საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, ერთად გადავიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?