რატომ ეპარებოდა მშობლებს შინიდან ყოველდღე 9 წლის ბიჭი
რატომ ეპარებოდა მშობლებს შინიდან ყოველდღე 9 წლის ბიჭი
ფილიპინელი 9 წლის ბიჭუნა კენი მშობლებს შინიდან ყოველდღე ეპარებოდა. ერთ დღეს მამა ბიჭს ჩუმად უკან გაჰყვა; აინტერესებდა, სად დადიოდა მისი შვილი ყოველდღიურად ასე ჩუმჩუმად და აღმოაჩინა, რომ... პატარა ბიჭი ქუჩაში მცხოვრებ ლეკვებს პატრონობდა. 

Zooclub

ამ დღის შემდეგ კენმა და მამამისმა ერთად გადაწყვიტეს ლეკვების მოვლა.

და შემდეგ საოცარი რამ მოხდა...

კენმა მშობლებთან ერთად დაიწყო პატარა თავშესაფრის აშენება, რომელსაც  "ბედნიერ ცხოველთა კლუბი" დაარქვა.

Zooclub

კენის ოცნება, აეშენებინა ცხოველთა თავშესაფარი, – რეალობად იქცა.

Zooclub

პირველად, პატარა ბიჭმა და მამამისმა მოძებნეს ადგილი, სადაც ცხოველების სისუფთავეზე იზრუნებდნენ, ხოლო
შემდეგ, ამ ცხოველებს თავშესაფარში მოათავსებდნენ.

Zooclub

სპონსორები ოჯახს ძაღლებისთვის თავშესაფრისა და ძვირად ღირებული საკვების შეძენაში დაეხმარნენ.

Zooclub

პატარა ძაღლი ბლეიკი, რომელიც თავშესაფარში მოხვდა, თავიდან ძალიან შეშინებული იყო, თუმცა კენის მზრუნველობის შედეგად ის ძალიან მალე თბილი და მოსიყვარულე გახდა.

Zooclub

ამ ძაღლს პურია ჰქვია, იგი ახლა უკვე ძალიან ბედნიერია.

Zooclub

ბრაუნიც უკვე მოძლიერებული და ლამაზი ძაღლი გახდა.

Zooclub

პატარა უაითი კი თავშესაფრის ერთ-ერთი უსაყვარლესი და უთბილესი ბინადარია.

Zooclub

უაითს ძალიან უყვარს სკვერში სირბილი და თამაში.

Zooclub

9 წლის ბიჭუნას "ბედნიერ ცხოველთა კლუბი" ცხოველების გადარჩენის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა კუნძულ მინდანაოზე. თაშესაფარი დაავადებულ ცხოველებს კი არ კლავს, არამედ –  მკურნალობს.

Zooclub

მაშინაც კი, როდესაც ქალაქში ელექტროენერგია არ არის, პატარა კენი თავშესაფარში მიდის და სანთლის შუქზე კვებავს ძაღლებს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?